in

რეალმა რაღაც ერთმატჩიანი თასი მოიგო და რეკორდებიც დაამყარა

მადრიდის „რეალი“ 2024 წლის ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა კატარის ქალაქ ლუსაილის „აიკონიკ სთედიუმზე” 3:0 დაამარცხა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბი „პაჩუკა” (მექსიკა) და მეოთხედ დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს, რაც ახალი რეკორდია.

2024 წელს მადრიდის „რეალისთვის“ ეს მეხუთე ტიტულია. სამეფო გუნდმა ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.

„რეალის“ ამ მოგებით რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

„რეალმა“ მეოთხედ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი, რაც ახალი რეკორდია. მადრიდელებმა გაუსწრეს „მილანს“, რომელსაც სამი გამარჯვება აქვს.

კარლო ანჩელოტი „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი გახდა. იტალიელმა მე-15 ტიტული მოიპოვა მადრიდული კლუბის მწვრთნელის რანგში და მოხსნა მიგელ მუნიოსის რეკორდი (14).

ლუკა მოდრიჩმა 28-ე ტიტული მოიპოვა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა. 27 ტიტულით მეორე ადგილზეა დანიელ კარვახალი.

ვინისიუსმა „რეალის“ მაისურით 12 ფინალში ითამაშა და 13 გოლში მიიღო მინაწილეობა. ბრაზილიელმა რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „რეალს” არ ჰქონია პრობლემები. პირველი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, მერე ასისტენტობა გაუწია როდრიგოს, ბოლო კი ვინისიუსის 11-მეტრიანი იყო.

რეალი – პაჩუკა 3:0
გოლები: 1:0 მბაპე (37), 2:0 როდრიგო (53), 3:0 ვინისიუსი (84, პენ)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუდის არაბეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ალკოჰოლი არ იქნება: ფიფა არ მიაწვება

ხვიჩასთვის 2024 დასრულებულია: როგორ უნდა გააუმჯობესოს კონტემ კვარაცხელია