in

რეალმა მოიგო, ლივერპულს ვერავინ აჩერებს – ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 ტური დაიწყო.
შეუფერებელ ადგილზე მყოფმას „რეალმა“ სტუმრად სანახაობრივ შეხვედრაში „ატალანტა“ 3:2 დაამარცხა – და მე-18 ადგილზე აინაცვლა. მბაპემ გაიტანა, მალევე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
გელზენკირხენში, „შახტარი“ „ბაიერნთან“ 1:5 განადგურდა. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო.

დინამო (ზ) – სელტიკი 0:0

ჟირონა – ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 სალაჰი (63, პენ)

“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩიდან 6 მოიგო, მათგან ხუთი მშრალი ანგარიშით. სლოტის გუნდმა ყველა ტურნირზე წაუგებელი სერია 18 თამაშამდე გაახანგრძლივა.

სალაჰს ამ სეზონში 22 მატჩში 28 ქულა აქვს (16+12) – ყველაზე მეტი ტოპ 5 ლიგაში.

სლოტი: “ვწუხვარ ჟირონას” გამო, მათ კარგი გეგმა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეკარე. ალისონმა აჩვენა, რატომ არის ის პირველი ნომერი.”

ატალანტა – რეალი 2:3
გოლები: 0:1 მბაპე (10), 1:1 დე კეტელარე (45+2, პენ), 1:2 ვინისიუსი (57), 1:3 ბელინგემი (59), 2:3 ლუკმანი (65)

კილიან მბაპემ 50 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის 79 მატჩში, რითაც გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა (25 წლის და 356 დღის) მოთამაშე, ვინც 2012 წელს ლიონელ მესის (24 წლის და 284 დღის) შემდეგ ტურნირზე ამ ნიშნულს მიაღწია.

ბელინგემმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს ამ პერიოდში 6 (4+2) ქულა აქვს.

შარლ დე კეტელერი არის “ატალანტას” ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობდა – 7 (3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა, 2024/25).

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალის” კარში მესამე პენალტი დაინიშნა. ლა ლიგაში – 16 მატჩში არცერთი.

გასპერინი: „ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი, ორივე გუნდი ცდილობდა გამარჯვებას. „ატალანტამ დიდ ჩემპიონებთან გაბედულად ითამაშა და ანგარიშით წააგო, მაგრამ არა თამაშით“.

ანჩელოტი: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. საუკეთესო 8-ში დასრულება რთულია, მაგრამ ჯერ კიდევ ორი თამაში გვაქვს. მბაპეს ტრავმა სერიოზული არ ჩანს“.

ბაიერი – ინტერი 1:0
გოლი: მუკიელე (90)

„ინტერმა“ჩემპიონთა ლიგის სეზონში პირველად წააგო და გაუშვა გოლი – მე-6 მატჩში. მანამდე დაფიქსირდა 4 მოგება და ფრე ჯამური ანგარიშით 7:0.

ნორდი მუკიელეს (“ლევერკუზენი”) გოლმა დაასრულა “ინტერის” 573-წუთიანი “მშრალი” სერია ჩემპიონთა ლიგაში.

ბრესტი – პსვ 1:0
გოლი: ლე კარდინალი (43)

ბრიუგე – სპორტინგი 2:1
გოლები: 0:1 კატამუ (3), 1:1 კუარეჟმა (24, საკ. კარში), 2:1 ნილსენი (83)

ზალცბურგი – პსჟ 0:3
გოლები: 0:1 რამუში (30), 0:2 მენდეში (72), 0:3 დუე (85)

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა 5 მატჩში პირველად მოიგო. გუნდი 24-ე ადგილზე ავიდა.

ლაიპციგი – ასტონ ვილა 2:3
გოლები: 0:1 მაკგინი (3), 1:1 ოპენდა (27), 1:2 დურანი (52), 2:2 ბაუმგარტნერი (62), 2:3 ბარკლი (85)

მიმდინარე სეზონში ჯონ დიურანმა (“ასტონ ვილა”) 6 გოლი გაიტანა შეცვლაზე შესვლის შემდეგ. ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის ტოპ-5 ლიგის მოთამაშეებს შორის 2024/25 წლების სეზონში.

ჯონ მაკგინი არის “ასტონ ვილას” მხოლოდ მეორე მოთამაშე, ვინც მთავარი ევრტურნირის მატჩში პირველ სამ წუთში გაიტანა გოლი. 1983 წელს პიტერ უითიმ ეს ორჯერ მოახერხა – სექტემბერში “გიმარაეშის” წინააღმდეგ და ნოემბერში მოსკოვის “სპარტაკთან” მატჩში.

შახტარი – ბაიერნი 1:5
გოლები: 1:0 კევინი(5), 1:1 ლაიმერი (11), 1:2 მიულერი (45), 1:3 ოლისე (70, პენ), 1:4 მუსიალა (87), 1:5 ოლისე (90+3)

თომას მიულერმა გაიტანა თავისი პირველი საჩემპიონთალიგო გოლი მიმდინარე სეზონში და ახლა მას 16 სხვადასხვა სეზონში აქვს გატანილი გოლი (როგორც რაიან გიგზსა და კრიშტიანო რონალდოს). მხოლოდ ლიონელ მესისა და ქარიმ ბენზემას აქვთ გატანილი უფრო მეტ სეზონში (18).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნული ლიგის შეჯამება და დაჯილდოება: ნომინანტები და გამარჯვებულები

ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა: გოგამ 38 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გააკეთა