in

რეალმა მბაპეთი სიტი გათელა, ბებერმა ქალბატონმა იტალია დააღალატა – ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფი დასრულდა და 1/8 ფინალისტები გაირკვა. ფიასკო განიცადეს იტალიურმა გუნდებმა, წინა დღეს გავარდნილებს ახლა „იუვენტუსიც“ შეუერთდა.
მთავარ დაპირისპირებაში კი მადრიდის „რეალმა“ ულაპარაკოდ დაჯაბნა გვარდიოლას „სიტი“ და ამ საქმეში მთავარი კაცი კილიან მბაპე აღმოჩნდა – სამჯერ გაუტანა ინგლისელებს.

პლეი-ოფი. განმეორებითი მატჩები

დორტმუნდი – სპორტინგი 0:0 (პირველი მატჩი 3:0)
გამოუყენებელი პენალტი: გირასი (59. დორტმუნდი)

ნიკო კოვაჩმა (“დორტმუნდი”), როგორც მწვრთნელმა, ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (8 მოგება, 4 ფრე). იმ მწვრთნელებს შორის, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში 10 ან მეტი მატჩი აქვთ ნათამაშები, კოვაჩს, ჰანსი ფლიკთან (“ბარსელონა”) ერთად, მარცხის ყველაზე დაბალი (7.7%) პროცენტი აქვს.

პსჟ – ბრესტი 7:0 (პირველი მატჩი 3:0)
გოლები: 1:0 ბარკოლა (20. ფაბიან რუისის პასით), 2:0 კვარაცხელია (39. ბარკოლას პასით), 3:0 ვიტინია (59. ფაბიან რუისის პასით), 4:0 დუე (64. რამუშის პასით), 5:0 მენდეში (69. ჰაკიმის პასით), 6:0 რამუში (76. დუეს პასით), 7:0 მაიულუ (86. კვარაცხელიას პასით)

“პარი სენ-ჟერმენმა” ევროტურნირების ისტორიაში დიდი ანგარიშით (7:0) გამარჯვების მხრივ საკლუბო რეკორდი დაამყარა. ხოლო “ბრესტმა” ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო ფრანგულ კლუბებს შორის.

2024/25 წლების სეზონში პსჟ-მ “ბრესტს” 16 გოლი გაუტანა: 8 – საფრანგეთის ლიგა 1-ში და ამდენივე – ჩემპიონთა ლიგაში. ეს არის ერთ სეზონში ერთ გუნდისთვის გატანილი გოლების რეკორდი.

რეალი – მანჩესტერ სიტი 3:1 (პირველი მატჩი 3:2)
გოლები: 1:0 მბაპე (4. ასენსიოს პასით), 2:0 მბაპე (33. როდრიგოს პასით), 3:0 მბაპე (61. ვალვერდეს პასით), 3:1 ნიკოლას გონსალესი (90+2)

26 წლის და 61 დღის კილიან მბაპეს უკვე 500 (358+142) გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული საკლუბო და სანაკრებო დონეზე.

კილიან მბაპემ “მანჩესტერ სიტის” პირველი გოლი 03:35 წუთზე გაუტანა, რაც ჩემპიონთა ლიგაში “რეალის” ყველაზე სწრაფი გოლია 2018 წლის აპრილის (“იუვენტუსთან”, 02:47) შემდეგ. ამავე დროს, ეს “მანჩესტერ სიტისთვის” ყველაზე სწრაფად გაშვებული გოლია ჩემპიონთა ლიგაში 2018 წლის ოქტომბრის (“ჰოფენჰაიმთან”, 00:43) შემდეგ.

აბდუკოდირ ხუსანოვი (20 წელი და 356 დღე) მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ძირითად შემადგენლობაში პირველად “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა. მანამდე, ასეთი ფეხბურთელი იყო კაან აიჰანი (“შალკე”, 2014), რომელიც იმ მომენტისთვის 19 წლის და 128 დღის შესრულდა.

“რეალმა” პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ ყველაზე მეტი დარტყმა შეასრულა ჩემპიონთა ლიგაში: პირველ მატჩში – 20, ხოლო მეორეში – 15.

კარლო ანჩელოტი და პეპ გვარდიოლა პირველები არიან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთს მეათედ დაუპირისპირდნენ. ამათგან 8 – “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ურთიერთშეხვედრები იყო.

“მანჩესტერ სიტიმ” ამ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, მე-13 მარცხი იწვნია, რაც პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში, ერთ სეზონში, უპრეცედენტო მაჩვენებელია.

პირველად, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში (მე-16 სეზონი), მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერ გავიდა.

ეინდჰოვენი – იუვენტუსი 3:1 დდ (პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 1:0 პერიშიჩი (53. ლანგის პასით), 1:1 ვეა (63), 2:1 საიბარი (74. ლ. დე იონგის პასით), 3:1 ფლამინგო (98)

25 წლის და 108 დღის ტიმოთი ვეამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. სწორედ 25 წელი და 108 დღე გავიდა მას მერე, რაც მამამისმა, ჯორჯ ვეამ, იმ დროს “მილანის” ფორვარდმა, ბოლო გოლი გაიტანა ამ ტურნირზე – 1999 წლის 3 ნოემბერს “გალათასარაისთან” მატჩში.

“იუვენტუსი” პირველად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას პლეი-ოფის სტადიაზე იმ სიტუაციაში, როცა ორრაუნდიან დაპირისპირებაში პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა. მანამდე, 11-ვე შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდა.

იტალიიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მხოლოდ ერთი გუნდი გავიდა, რაც მესამედ ხდება ტურნირის ისტორიაში: 2014/15 – “იუვენტუსი”, 2013/14 – “მილანი”.

2007 წლის თებერვლის შემდეგ, პსვ-მ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე ორმატჩიანი დაპირისპირება დამატებითი დროის შემდეგ, პირველი მატჩის წაგების მიუხედავად.

2001 წლის ნოემბრის (პაოკ-თან უეფა-ს თასზე) შემდეგ პსვ-მ პირველად დაძლია ორმატჩიანი დაპირისპირება ევროტურნირების პლეი-ოფში პირველი მატჩის წაგების მიუხედავად.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ მერვედფინალში გავიდა ორი ნიდერლანდური კლუბი (პსვ და “ფეიენოორდი”). 2005/06 წლების სეზონში ანალოგიური მიღწევა ჰქონდათ პსვ-სა და “აიაქსს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

10-იანი კვარას: ხვიჩას უმაღლესი შეფასება დაუწერეს

18 წლის ქართველი მურსიაში გადავიდა