მადრიდის „რეალმა“ 2022/23 წლების ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.
კლუბმა პერიოდი 12 მილიონის ევროს შემოსავლით დაასრულა.
ტრანსფერების გარეშე შემოდინებამ 843 მლნ ევრო შეადგინა და პირველად გახდა შემოსავლიანი პანდემიამდელ სეზონამდე (2018/19 – 757 მნ ევრო). კლუბის შემოსავლი 17%-ით გაიზარდა წინა სეზონთან შედარებით.
კლუბის ვალი 263-დან 47 მლნ ევრომდე შემცირდა.
„რეალის“ საკუთარი კაპიტრალი 558 მლნ ევროს შეადგენს. კლუბის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
ასევე აღნიშნულია, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
GIPHY App Key not set. Please check settings