in

რეალი, როგორც თოვლის ბაბუა: მეტოქეს საჩუქრები ჩაუტანა, ბელინგემმა კი ბავშვი გაათბო – მადრიდული სიკეთე

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის 1/16 ფინალის სათამაშოდ სტუმრად ჩავიდა „არანდინასთან“ და 3:1 მოუგო.

მატჩამდე „არანდინამ“ „რეალს“ ფეხბურთელების სია გაუგზავნა, თუ ვის რომელი მადრიდელის მაისურის მიღება სურდა.

„არანდინას“ პრეზიდენტის ვირხინია მარტინესის თქმით, წილისყრის შემდეგ „რეალი“ კლუბს რამდენჯერმე დაუკავშირდა.

ყველაზე მეტად „არანდინას“ ფეხბურთელებმა ლუკა მოდრიჩის მაისური მოითხოვეს – 9 ცალი 22-დან. 3-მა მოთამაშემ ჯუდ ბელინგემი ისურვა, 2-2-მა ტონი კროოსის და როდრიგოს მაისურები.

სხვათა შორის, „არანდინას“ 35 წლის ქალი პრეზიდენტი (ადვოკატია) სწორედ „რეალის“ გულშემატკივარია, ისევე როგორც ამ გუნდის ბევრი სხვა ფეხბურთელი.

მე-4 ლიგელმა „არანდინამ“ წინ ეტაპზე ლა ლიგის წარმოამდგენელი „კადისი“ გააგდო და თვით „რეალთან“ შეხვედრისთვის ტრიბუნების სახელდახელოდ გაზრდა მოუწია.

კიდევ ერთი გმირი გახდა ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე არც გასულა. ეს ჯუდ ბელინგემია. თამაშამდე მან რამდენიმე ბავშვი გააბედნიერა, სელფისთვის გაუჩერდა პატარებს, რომლებიც თამაშის ორგანიზებაში ეხმარებოდნენ.

მატჩის დროს კი, სათადარიგო სკამზე მჯდომმა, თავისი ღუნღულა პლედი ერთ-ერთ ბოლბოის მისცა. ციოდა იმ დღეს, ტემპერატურა ნულს ჩასცდა.

ბიჭს, რომელსაც სუპერვარსკვლავის გასათბობი შეხვდა, ოლი ჰქვია. მან თქვა, რომ ვერც მიხვდა მას თუ მიმართა ჯუდმა. ახლა ბელინგემი ამ ბიჭის საყვარელი ფეხბურთელია, ეს დღე – საუკეთესო.
ოლიმ და ჯუდმა მერე ფოტოც გადაიღეს, პირდაპირ მოედანზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძვირად ღირებული ახალგაზრდების ნაკრები: ბელინგემი პირველია – გავი, მუსიალა და კიდევ სხვები

ნაპოლი ვერ არის კარგად: ხვიჩას წაგება საზონოვის ტორინოსთან