in

რეალი რამოსის გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის ემზადება

როგორც ჩანს, „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბს ზაფხულისთვის დატოვებს.

რამოსის კონტრაქტს მადრიდელებთან ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდის.
ვადის გადაწევაზე მხარეები ლამის ნახევარი წელი თანხმდებოდნენ, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სერხიოს „რეალში“ დარჩენა 2 წლით სურდა – კლუბის ხელმძღვანელობამ კი 35 წლის მცველს მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. კაპიტანმა უარი თქვა, რის შემდეგაც „რეალმა“ მოლაპარაკებების გაგრძელება აღარ ისურვა.

ფლორენტინო პერესს რამოსთან გასაუბრება სურს, რათა გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაგეგმოს. რამოსი კი გეგმავს, რომ პრესკონფერენცია ჩაატაროს, ან ზიდანივით ღია წერილი დაწეროს.

რამოსი „რეალში“ 2005 წლის ზაფხულში გადავიდა. 10 წლის შემდეგ სერხიო გუნდის კაპიტანი გახდა.
მადრიდული კლუბის შემადგენლობაში რამოსმა 22 ტროფეი მოიგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოდენი ყველაზე ძვირადღირებულია ტოპ ლიგებში: 100 მილიონზე მეტი 20 ფეხბურთელი ღირს

გრიზმანმა ნიუკასლისთვის 134 მილიონად მბაპე იყიდა