მადრიდის „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. „სამეფო კლუბმა“ ფინალში საუდის არაბეთის „ალ ჰილალი“ უხვგოლიან შეხვედრაში 5:3 დაამარცხა.
გაგახსენებთ, ნახევარფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ეგვიპტური „ალ აჰლი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო „ალ ჰილალმა“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ 3:2 აჯობა.
რეალი – ალ ჰილალი 5:3 (2:1, 3:2)
11 თებერვალი, Stade Prince Moulay Abdallah
1:0 – 13 ვინისიუსი, 2:0 – 18 ვალვერდე, 2:1 – 26 მარეგა, 3:1 – 54 ბენზემა, 4:1 – 58 ვალვერდე, 4:2 – 63 ვიეტო, 5:2 – 69 ვინისიუსი, 5:3 – 79 ვიეტო.
რეალი: ლუნინი, კარვახალი (ვალეხო, 79), ალაბა, რუდიგერი, კამავინგა,მოდრიჩი (ნაჩო, 74), კროოსი (ასენსიო, 74), ჩუამენი (სებალიოსი, 62), ვალვერდე, ბენზემა (როდრიგო, 62), ვინისიუსი.
მესამე ადგილისთვის მატჩში „ფლამენგომ“ 4:2 დაამარცხა „ალ აჰლი“.
მადრიდის „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ხუთჯერ გავიდა და ხუთივეჯერ მოიგო.
ბენზემამ „რეალთან“ ერთად 24-ე ტიტული მოიგო, მარსელოს რეკორდამდე ერთი რჩება. პერესს 31 ტროფეი აქვს კლუბთან ერთად, ბერნაბეუმდე მასაც ერთი რჩება.
მარტო ტონი კროოსს აქვს მოგებული საკლუბო ჩემპიონატი 6-ჯერ.
„რეალმა“ ტროფეებით „ბარსელონას“ გაასწრო – 99 vs 98.
ვინისიუსმა „ოქროს ბურთი“ მიიღო, როგორც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა, ვალვერდემ – ვერცხლის.
კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის კარიერაში 25-ე ტროფეი მოიგო და მე-9 „რეალთან“.
ევროპულმა კლუბებმა ზედიზედ მეათედ მოიგეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, სულ – 15-ჯერ.
GIPHY App Key not set. Please check settings