„რეალი“ და „ბარსელონა“ მსოფლიოში ყველაზე ძვირიან საფეხბურთო ბრენდებად დაასახელეს.
50 გუნდიანი სია ლონდონის კონსლატინგ კომპანია Brand Finance-მა შეადგინა.
წინა წელთა შედარებით ლიდერი არ შეცვლილა. „ბარსამ“ კი „სიტის“ გადაასწრო და მეორეზე გადავიდა.
ტოპ 10:
- „რეალი“: ბრენდის ღირებულება – 2,142 მლრდ დოლარი, ბრენდის რეიტინგი – AAA+.
- „ბარსელონა“ – 1,910 მლრდ დოლარი, AAA+.
- „სიტი“ – 1,604 მლრდ დოლარი, AAA.
- „ლივერპული“ – 1,565 მლრდ დოლარი, AAA+.
- პსჟ – 1,518 მლრდ დოლარი, AAA.
- „ბაიერნი“ – 1,395 მლრდ დოლარი, AAA+.
- „მანჩესტერი“ – 1,389 მლრდ დოლარი, AAA+.
- „არსენალი“ – 1,339 მლრდ დოლარი, AAA+.
- „ჩელსი“ – 1,071 მლრდ დოლარი, AAA+.
- „ტოტენჰემი“ – 890 მლნ დოლარი, AA.
სიის პირველ ნაწილში ასევე მოხვდნენ: დორტმუნდის „ბორუსია“, „ატლეტიკო“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „ბაიერი“, „მილანი“, „ნიუკასლი“, „ასტონ ვილა“, „აინტრახტი“, „ლაიპციგი“, „ნაპოლი“, „ვესტ ჰემი“, „აიაქსი“. „რომა“ და „ევერტონი“.
GIPHY App Key not set. Please check settings