დღეს, დიდი ფეხბურთია – ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ქართველი ფეხბურთელის საოცნებო გუნდს, მადრიდის „რეალს“ ეთამაშება და თან გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა.
მატჩის წინ ჟურნალისტებთან სწორედ კვარაცხელიამ ისაუბრა:
„რეალს” მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს, ძალიან მაგარი გუნდია და ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული და ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
მბაპეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მასთან ერთად “რეალი” კიდევ უფრო საშიშია.
მათ ჰყავთ ინდივიდუალისტები, მაგრამ, პირველ რიგში, ეს გუნდია, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. თუმცა ჩვენც მზად ვართ, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშოთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოწინააღმდეგე ვინ იქნება“.
პსჟ-სა და “რეალს” შორის გამარჯვებული ფინალში “ჩელსის” შეხვდება, რომელმაც “ფლუმინენსე” 2:0 დაამარცხა.
დღევანდელი მატჩი კი თბილისის დროით 23:00 საათზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings