ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფები დაიწყო. განსაკუთრებულ ინტერესს ცხადია ძირითად ეტაპზე ცუდად მოთამაშე „სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრა იწვევდა. ამ შემთხვევაშიც იღბლის წყალობით დრამატულ მატჩში კვლავ „სამეფო კლუბი“ გამოვიდა გამარჯვებული.
სიტი – რეალი 2:3
გოლები: 1:0 ჰოლანდი (19), 1:1 მბაპე (60), 2:1 ჰოლანდი (80-პენ), 2:2 ბრაიმ დიასი (86), 2:3 ბელინგემი (90+2)
სიტი: ედერსონი, გვარდიოლი, აკე (კოვაჩიჩი, 61), რუბენ დიაში, აკანჯი (ლუისი, 46), სტოუნზი, გრილიში (ფოდენი, 30), ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (84. გიუნდოგანი), სავიო (84. მარმუში), ჰალანდი.
რეალი: კურტუა, მენდი, ასენსიო, ჩუამენი, ვალვერდე, ბელინგემი, სებალიოსი (81. მოდრიჩი), კამავინგა, როდრიგო (84. ბრაიმ დიასი), ვინისიუსი, მბაპე (90+2. ფრან გარსია).
“რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველად დაამარცხა სტუმრად “მანჩესტერ სიტი”.
„რეალმა“ შეწყვიტა „სიტისთან“ სტუმრად 6-მატჩიანი მოუგებელი სერია. მანამდე „იტიჰადზე“ იყო სამი ფრე და სამი წაგება.
„სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ექვს მატჩში ოთხი წაგება აქვს.
“რეალს” ჩემპიონთა ლიგაში, ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, მხოლოდ “ნაპოლი” და “ბაიერნი” ჰყავს დამარცხებული უფრო მეტჯერ (4-4), ვიდრე “მანჩესტერ სიტი” (3-ჯერ).
“მანჩესტერ სიტიმ” “რეალისგან” 20 დარტყმა მიიღო კარში – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სტუმარი გუნდისთვის, რომელსაც “ეტიჰადზე” პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში უთამაშია ნებისმიერ ტურნირზე.
“მანჩესტერ სიტიმ”, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 5 ისეთი მატჩი წააგო, რომლებშიც იგებდა – ეს იმდენივეა, რამდენიც წინა ოთხ სეზონში ერთად აღებული.
“რეალმა” “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის პირველ ტაიმში უფრო მეტი (9) დაარტყმა შეასრულა, ვიდრე იმავე “სიტისთან” გასული სეზონის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში 120 წუთის განმავლობაში (8).
კილიან მბაპეს 24 გოლი აქვს „რეალში“ 36 მატჩში.
მბაპემ 52-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაასწრო ტიერი ანრის და ტურნირის ისტორიაში მეორე ფრანგი ბომბარდირია ქარიმ ბენზემას შემდეგ.
ერლინგ ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე 48 მატჩში 49 გოლი დაუგროვდა. მან გაუსწრო ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ანდრეი შევჩენკოს და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-10 ადგილზეა.
ჰოლანდმა პირველად გაუტანა „რეალს“. ამისთვის ნორვეგიელს ხუთი მატჩი დასჭირდა.

იუვენტუსი – პსვ 2:1
გოლები: 1:0 მაკენი (34), 1:1 პერიშიჩი (56), 2:1 მბანგულა (82)
„იუვენტუსის“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი იყო 25 წელი და 172 დღე. ეს კლუბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩებში.
„იუვენტუსმა“ ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით პირველად მოიგო ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი.
უესტონ მაკენიმ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მესამე გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.
36 წლის ივან პერიშიჩი „ეინდჰოვენის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

სპორტინგი – დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გირასი (60), 0:2 გროსი (68), 0:3 ადეიმი (82)
„სპორტინგმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო ჩემპიოთა ლიგაზე.
სერუ გირასის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი დაუგროვდა, რითიც მან რობერტ ლევანდოვსკისა და ერლინგ ჰალანდის საკლუბო რეკორდი გაიმეორა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით.
გირასიმ (“დორტმუნდი”) ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მიიღო 13 გოლში (10+3), რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ზოგადად “დორტმუნდის” მოთამაშისთვის ერთი სეზონის განმავლობაში.

ბრესტი – პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ვიტინია (21-პენ), 0:2 უ. დემბელე (45. ჰაკიმის პასით), 0:3 უ. დემბელე (66)
უსმან დემბელე (პსჟ) უკვე გაუთანაბრდა პირად რეკორდს – ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ყველა ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობით. 2025 წელს მის ანგარიშზე უკვე 15 გოლია, რაც, სულ მცირე, 6-ით მეტია ევროპის Top 5 ლიგაში მოთამაშე სხვა ფეხბურთელების მიერ ყველა ტურნირის ჩათვლით გატანილ გოლებზე.
უსმან დემბელემ (პსჟ), ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 8 მატჩიდან თითოეულში გაიტანა, სულ მცირე, ერთი გოლი მაინც. ამით ის გაუთანაბრდა პსჟ-ის ისტორიაში საუკეთესო სერიას, რომელიც ჰქონდათ ნეიმარს (ორჯერ), კარლოს ბიანკისა და კილიან მბაპეს.

საპასუხო შეხვედრები 20 თებერვალს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings