მადრიდის „რეალს“ განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუსთან“ დაკავშირებით დიდი გეგმები რომ აქვს, ეს ახალი ამბავი არ არის. ფლორენტინო პერესის სურვილია, ამ არენაზე გაიმართოს სუპერბოული, კალათბურთი, ჩოგბურთი, კონცერტები დ ა.შ.
ცნობილი ხდება კონკრეტული ღონისძიებაც.
განახლებულ „ბერნაბეუზე“ ჩოგბურთი უნდა ითამაშონ შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და ესპანელმა რაფაელ ნადალმა.
ეს შეხვედრა შესაძლოა 2023 წლის ზაფხულში გაიმართოს. ამ დროისთვის სრულად დასრულდება სარემონტო სამუშაოები. ხოლო მოძრავი გაზონის საშუალებით ნებისმიერი ღონისძიების გამართვა გახდება შესაძლებელი.
ყველა დროის ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კარიერას ასრულებს და რომ მისი ბოლო ტურნირი ლეივერის თასი იქნება, რომელიც მომდევნო კვირას ლონდონში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings