მადრიდის „რეალი“ საფეხბურთო კლუბებს შორის ფორმაზე რეკლამისთვის ყველაზე მეტ შემოსავალს იღებს.
რეიტინგში გაითვალისწინეს როგორც ფორმის მიმწოდებელი ტექნიკური სპონსორების (adidas, Nike, Puma), ასევე კომერციული პარტნიორებისგან შესული თანხები.
„რეალისთვის“ სასპონსორო გარიგებებს 190 მლნ ევრო მოაქვს სეზონში.
სიაშია „ჩელსიც“, რომელმაც სეზონი სატიტულო სპონსორის გარეშე დაიწყო. კლუბი მოლაპარაკებებს მართავს კომპანიებთან Infinite Athlete და Riyadh Air, გარიგების თანხად კი 60 მლნ ევრო სახელდება.
ტოპ 10 კლუბი მაისურებზე რეკლამისგან შემოსავლების მიხედვით:
- „რეალი“ – 190 მლნ ევრო (120 მლნ ევრო Adidas, 70 მლნ ევრო Fly Emirates);
- „ბარსელონა“ – 183 მლნ ევრო (105 მლნ ევრო Nike, 70 მლნ ევრო Spotify, 8 მლნ ევრო Ambilight TV);
- პსჟ – 168 მლნ ევრო (80 მლნ ევრო Nike, 70 მლნ ევრო Qatar Airways, 18 მლნ ევრო GOAT);
- „სიტი“ – 167,5 მლნ ევრო (76 მლნ ევრო Puma, 79 მლნ ევრო Etihad Airways, 12,5 მლნ ევრო Nexen Tire);
- „მანჩესტერი“ – 159 მლნ ევრო (104 მლნ ევრო Adidas, 55 მლნ ევრო Team Viewer);
- „ჩელსი“ – 130 მლნ ევრო* (70 მლნ ევრო Nike, 60 მლნ ევრო Infinite Athlete ან Riyadh Air);
- „არსენალი“ – 128 მლნ ევრო (71 მლნ ევრო Adidas, 47 მლნ ევრო Fly Emirates, 10 მლნ ევრო Visit Rwanda);
- „ბაიერნი“ – 110 მლნ ევრო (60 მლნ ევრო Adidas, 50 მლნ ევრო Telecom);
- „იუვენტუსი“ – 110 მლნ ევრო (55 მლნ ევრო Adidas, 45 მლნ ევრო Jeep, 10 მლნ ევრო CyGames);
- „ლივერპული“ – 91 მლნ ევრო (35 მლნ ევრო Nike, 47 მლნ ევრო Standard Chartered, 9 მლნ ევრო Expedia).
*ჯერაც გაუფორმებელი გარიგების ჩათვლით
GIPHY App Key not set. Please check settings