დღეს, 13 თებერვალს „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს ითამაშებს სტუმრად „ლაიპციგთან“. „სამეფო კლუბის“ გერმანიაში მოგზაურობა არც თუ სამეფო გამოვიდა.
კვირას, 11 თებერვალს ლაიპციგისა და დრეზდენის აეროპორტებმა გაფიცვა გამოაცხადეს. თანამშრომლები ხელფასის მატებას და ინფლაციის გამო 3 ათას ევროიან კომპენსაციას ითხოვენ. შედეგად ლაიპციგის აეროპორტში ასზე მეტი რეისი გაუქმდა.
პრობლემა შეექმნა „რეალსაც“. გაფიცვის გამო თვითმფრინავი მეზობელ ერფრუტში დასვეს. მადრიდელებმა დარჩენილი 150-160 კილომეტრი ავტობუსით იარეს.
თუმცა პრობლემა აქაც წარმოიშვა. გზად ავტობუსი მცირე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა.
ავტომაგისტრალზე „რეალის“ ავტობუსს Toyota Avensis შეეჯახა. „ტოიოტას“ ზარალი 3 ათას ევროდ შეფასდა, აი ავტობუსის ჯერ არ იციან. ამის გამო „რეალი“ მცირე ხნით შეყოვნდა და მერე განაგრძო გზა.
დაახლოებით 14:40 საათზე „რეალმა“ ლაიპციგის ცენტრში მდებარე სასტუმრო Steigenberger-მდე მიაღწია. პოლიციამ დაზიანებული ავტობუსი დაათვალიერა.
ლაიპციგში თამაში დღესაა, განმეორებითი შეხვედრა კი 6 მარტს.
GIPHY App Key not set. Please check settings