in

რეალისტური: რეალი ფინალში თავის სტილში გაძვრა – ბოდიში ბაიერნო

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. დიდი ამბავი, ისედაც სულ ასე არ არის? თანაც „რეალი“ გაძვრა ფინალში ისე, როგორც ბოლო დროს მიაჩვია გულშემატკივარი. აგებს, დგება საფინალო მონაკვეთი და იტანს ორ გოლს. „სიტისთან“ საოცარი მოტრიალების შემდეგ ეს რა გასაკვირია, მაგრამ ღიმილის მომგვრელი ნაღდად არის, რომ ისევ ასე გამოვიდა, თანაც გერმანულ გუნდთან, რომელსაც იქით სჩვევია მსგავსი რამეები.
სხვათა შორის, „ბაიერნსაც“ თითქმის გამოუვიდა ასეთივე რამ, მაგრამ მსაჯების ნაჩქარევი სასტვენის გამო დაიჩაგრა – 90+13 წუთზე, გერმანელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ დე ლიხტის დარტყმამდე არბიტრს თამაშგარეს გამო ჩასტვენილი ჰქონდა. ან იყო და ან არა ეს თამაშგარე, მაგრამ როგორც გერმანელები ამბობენ და ალბათ სამართლიანადაც, ეცლია ეპიზოდის დასრულება და მერე გადაემოწმებინაო. თამაშგარეს დაფიქსირება ლამის მომდევნო დღეს რომ იციან, ხომ სწორედ ასეთი შემთხვევის გამოა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ დე ლიხტმა თქვა, გვერდითმა არბიტრმა მომიბოდიშა, შევცდი, ალამი არ უნდა ამეწიაო.
მოკლედ, ფინალში „რეალი“ გავიდა და 1 ივნისს ლონდონში კიდევ ერთ გერმანულ ბარიერს წააწყდება – დორტმუნდის „ბორუსიას“, ვისთანაც „სამეფო კლუბი“ ფავორიტად მიიჩნევა.

რეალი – ბაიერნი 2:1
პირველი მატჩი 2:2
გოლები: 0:1 დევისი (68. კეინის პასით), 1:1 ხოსელუ (88), 2:1 ხოსელუ (90+2. რიუდიგერის პასით)

რეალი: ლუნინი – კარვახალი, რიუდიგერი, ნაჩო ფერნანდესი, ფ. მენდი – ვალვერდე (81. ხოსელუ), კროოსი (70. მოდრიჩი), ჩუამენი (70. კამავინგა) – ბელინგემი (90+10. მილიტაო) – როდრიგო (81. ბრაჰიმი დიასი), ვინისიუსი

ბაიერნი: ნოიერი – კიმიხი, დე ლიგტი, დაიერი, მაზრაუი – ლაიმერი, პავლოვიჩი – სანე (76. მინ-ჯე კიმი), მუსიალა (85. მიულერი), გნაბრი (27. დევისი) – კეინი (85. შუპო-მოტინგი)

„რეალი” ბოლო სამ სეზონში მეორედ იასპარეზებს ფინალში.

“რეალმა” მეოთხედ გამოთიშა “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა – 4:4.

“რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გაიმარჯვა 4 ისეთ შეხვედრაში, რომელშიც პირველი გოლი მეტოქეს ჰქონდა გატანილი. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016/17 წლების სეზონის შემდეგ, როცა იმავე “რეალმა” 5 ასეთი “ქამბექი” შეასრულა და ტურნირიც მოიგო.

“რეალმა” ამ სეზონში 12 ქამბექი მოახერხა, რაც საკლუბო რეკორდის გამეორებაა.

ხოსელუ ლა ლიგის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც, შეცვლაზე შესულმა, მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში 5 გოლი გაიტანა.

ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 გოლი გაიტანა, რაც ცალკე აღებული ტურნირის ფარგლებში საუკეთესო მაჩვენებელია ინგლისელი ფეხბურთელისთვის.

ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგაზე 150-ე მატჩი ჩაატარა, რაც მეშვიდე შედეგია.

ჯუდ ბელინგემს მუხლის პრობლემის გამო თამაშის დაწყებამდე გამაყუჩებელი ნემსი გაუკეთეს.

კარლო ანჩელოტი, როგორც მწვრთნელი, არასოდეს დამარცხებულა “ბაიერნთან” ევროტურნირის მატჩებში.

“ბაიერნი” პირველად დაასრულებს სეზონს ტიტულსი გარეშე 2012 წლის შემდეგ.

ჰარი კეინის პირველ წელს “ბაიერნმა” 4-დან ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო. ინგლისელს კარიერაში არაფერი არ აქვს მოგებული.

ანჩელოტიმ ალექს ფერგიუსონის რეკორდს აჯობა ჩემპიონთა ლიგაზე/ჩემპიონთა თასზე მატჩების რაოდენოით მწვრთნელის რანგში – 203.

ტუხელი ნაადრევ სასტვენზე: “მოედნის მეორე მხარეს ასეთი რამ არ მოხდებოდა. “ბერნაბეუ” მოქმედებს მსაჯებზე. “ბაიერნს” უფლება არ მისცეს 2:2 გაეხადა”.

ანჩელოტი “ბაიერნის” ჩივილზე: “რა “რეალი” ჩივის ნაჩოს გაუქმებულ გოლზე, კიმიხმა “ჩაყვინთა”.

ანჩელოტი ქამბექზე: “ბერნაბეუზე ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს “რეალია” – საუკეთესო გუნდი ჩემს კარიერაში”.

კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6-ჯერ გავიდა. წაგებული აქვს მხოლოდ ერთი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაერომ დაადგინა: 25 მაისი ფეხბურთის მსოფლიო დღეა

კვარაცხელია პსჟ-ს სამიზნეშია, მაგრამ იტალიელებს ქართველის შენარჩუნება სურთ