„რეალი“ კანდიდატურებს სწავლობს, რომლებმაც შესაძლოა კლუბი ჩაიბაროს ზიდანის წასვლის შემდეგ.
ამ ეტაპზე შორტ-ლისტში შედიან კარლო ანჩელოტი, რომელიც „ევერტონში“ მუშაობს, ანტონიო კონტე, რომელიც „ინტერიდან“ წავიდა და „კასტილიაში“ მომუშავე რაული.
Cadena SER ირწმუნება, რომ „რეალსა“ და ანჩელოტის შორის მოლაპარაკებები 4-5 დღის წინ დაიწყო. „ევერტონი“ უკვე ეძებს ახალ მწვრთნელს თუ ანჩელოტი წავა. იტალიელი „რეალში“ პოპულარული კანდიდატია. ის „რეალს“ 2013-0215 წლებში ავარჯიშებდა და ბლომად მოაგებინა ტიტულები.
თუმცა არსებობს განსხვავებულ იინფორმაციაც. რაულმა და კონტემ უარი თქვეს „რეალის“ ჩაბარაბაზე. COPE-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი რობერტო მარტინესის კანდიდატურისკენ იხრება, რომელიც მოგეხსენებათ ბელგიის ნაკრების მწვრთნელია და გუნდს ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს.
რა ხდება რეალურად, ამას ალბათ მალე გავიგებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings