in

რა ხდება ინგლისის ნაკრებში? საუთგეითის საათმა უკუთვლა დაიწყო

ერთა ლიგას, რომ ევროპელი გიგანტები სერიოზულად არ აღიქვამენ ეს ვიცით. მაგალითისათვის, გუშინ ტომას მიულერმა თქვა: „ერთა ლიგას სერიოზულად, მხოლოდ ბელგია და ნიდერლანდები ეკიდებიანო“. კიბატონო, მაგრამ, როდესაც გერმანია და ინგლისი ხარ ამხანაგურ მატჩებშიც კი გამადიდებელი შუშით გაკვირდებიან.

გუშინ, ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი კრახი განიცადა. “მოლინუქსზე“ უნგრეთმა 4:0 გაილაღა და გარეტ საუთგეითის კრიტიკოსებმაც კლავიატურა მოიმარჯვეს. სერვანტესმა თქვა:
„ცუდს იტყვი არავინ დაგძრახავს, კარგს იტყვი არავინ შეგაქებსო“, მაგრამ დონ კიხოტ ლამანჩელის შემფასებლისაგან განსხვავებით, გარეთ საუთგეითს ასე არ აფასებენ.

ინგლისს შინ ამხელა ანგარიშით 1928 წლის შემდეგ არ წაეგო, როდესაც შოტალანდიასთან დამარცხდა 1:6.


ინგლისის ნაკრების პრობლემები გუშინ არ დაწყებულა. ზოგადად, ახალი შესარჩევი ციკლში სამ ლომს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო პოზიციაზეა. რას ნიშნავს ეს? – ალბათობა იმისა, რომ ინგლისის ნაკრები ბ დივიზიონში დაქვეითდება უუ-დი-დე-სი-ა. რას ნიშნავს ეს იმ ხალხისთვის, რომლებიც დანარჩენი მსოფლიოსაგან განდიდებულად მიიჩნევენ თავს და ფაქტი, რომ ისინი ინგლისში დაიბადნენ, უკვე 20%-ით წინ აყენებთ ვიდრე სხვა დანარჩენს? – კატასტროფას.

კარგი გუშინდელ მატჩში ინგლისის შემადგენლობას რომ გადავხედოთ, დავრწმუნდებით, რომ ძირითადი ნამდვილად არ ეთქმის. რამსდეილი, გეჰი, გალაჰერი, ბოუვენი, საკა – ამ მოთამაშეებს ძირითადის წევრი არ ეთქმით და ახლაღა ცდილობენ მწვრთნელის გული მოიგონ. „განვლილ 4 მატჩზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. მუდმივად გამოცდილ მოთამაშეებზე დაყრდნობა გაუმართლებელი მგონია და ვცადე, შემადგენლობა გადამეხალისებინა. ფაქტია, ამან არ იმუშავა, სამაგიეროდ ახალგაზრდა მოთამაშეებმა მწარე გაკვეთილი იგემეს“ – საუთგეითმა ასე ახსნა მოლინუქსური კოშმარი. ნამატჩევს გუნდის კაპიტანი ჰარი კეინი გამოექომაგა მწვრთნელს და თქვა, რომ საუთგეითი იდეალური კაცია ინგლისის ნაკრების მესაჭის როლზე.

რაღაც შესაცვლელია. ბრიტანულ პრესაში უნგრეთთან კრახს სერიოზილი გამოხმაურება მოჰყვა. „კიბატონო, ძირითადი შემადგენლობით არ ვიყავით, მაგრამ სად თამაშობენ როტაციის წევრი ახალგაზრდები? ერთი „კრისტალ პალასის“ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მეორემ „ვესტ ჰემში“ 10 ზე მეტი გოლი გაიტანა, მესამე „არსენალის“ შეტევის ლოკომოტივია, რამსდეილი გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი მთელს ლიგაში და ისიც „არსენალის“ წევრი. ჩემპიონშიფის ანდაც ლიგ ვანის მოთამაშეებით რომ გვეთამაშა ხმას არავინ ამოიღებდა“. ბრიტანული პრესა რიგ შემთხვევაში საუკეთესო მსაჯულია და თუ ჩავუღრმავდებით, დავრწმუნდებით, რომ მათი განცვიფრება უტრირებული არ არის. ბოლო-ბოლო, “SKY sports”-ზე, “the athletic”-სა და „guardian”-ზე ვსაუბრობთ.

ისე კი, ბოლო პერიოდში ხშირად იწერება “ბრაიტონის” მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის ნაკრებში დანიშვნაზე. ემოციური ინტელექტის მაგისტრი, (როგორც თავად ამბობს, ერთადერთი მსოფლიოში) მორიგი მშვენიერი სეზონი მისი თოლიების შესრულებით და თან ეს ყველაფერი მწირი რესურსების ფონზე. ასე რომ, გარეთ საუთგეითს სერიოზული კონკურენტი ჰყავს და შედეგები “

თუ არ გაუმჯობესდა, ვინ იცის, მისი 6-წლიანი მოღვაწეობა ნაკრებში დასრულდეს.
რაც შეეხება მის მიღწევებს: 1966 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრებმა დიდი ტურნირის ფინალს უწია და ეს, სწორედ საუთგეითმა მოახერხა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როცა იტალიასთან დამარცხდა.

აუცილებლად სათქმელია “DNA PROJECT”. დაახლოებით 10 წელია ინგლისში ბავშვთა ფეხბურთის სისტემა შეიცვალა. განახლებული მეთოდით, ბავშვებს სოციოლოოგის, ანთროპომეტრიის, ფიზიოლოგიის, ტექნიკური და სოციოოლგიის პარამეტრებით აფასებენ. ფუნდამენტური ცვლილებების გამოისობით, ინგლისში განსხვაებული სტილი ტალანტები მოდიან, როგორიც თუნდაც ფილ ფოდენია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

32: მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია – გავიხსენოთ ისინი

ბორდო საფრანგეთის მესამე ლიგაში დააქვეითეს