ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ მეორე ბუნდესლიგის მე-19 ტურში სტუმრად „დარმშტადტთან“ დამარცხდა – 0:2.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეფასებები: Flashscore – 7.0, whoscored – 6.9, sofascore – 6.8.
დარმშტადტი – ნიურნბერგი 2:0
გოლები: 1:0 აკიამა (60), 2:0 მარსეილერი (75)
„ნიურნბერგი“ 25 ქულით მე-8 ადგილზეა და 30 იანვარს „პროისენს“ უმასპინძლებს.

ბუნდესლიგაში, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგა“ სტუმრად ქულა აიღო „სანკტ პაულთან“ – 0:0. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო.
„ჰაიდენჰაიმის“ მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუდუ ზივზივაძე გუნდს „ლაიფციგთან“ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.
ჩვენიანმა ბოლოს 22 ნოემბერს „გლადბახთან“ ითამაშა და მას შემდეგ ტრავმის გამო შვიდი მატჩი გამოტოვა.
„ჰაიდენჰაიმი“ 18 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში 13 ქულით მე-16 ადგილზეა.


GIPHY App Key not set. Please check settings