საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩი დარჩა და თან გადამწყვეტი: ეს შეხვედრა გადაწყვეტს გავაგრძელებთ ბრძოლას თუ შინ დავბრუნდებით.
საქართველომ ოთხი მატჩიდან ორი მოიგო და ორი წააგო. ამ მომენტისთვის კი გამსვლელ მეოთხე ადგილზეა 6 ქულით, თუმცა ამდენივე აქვს ესპანეთს და ბოსნიას. სწორედ ამ სამი გუნდიდან უნდა დარჩეს ერთი ევროპის მიღმა.
ბოლო ტურში ჩვენ და ბოსნია-ჰერცეგოვინა ერთმანეთს ვეთამაშებით. ვინც მოიგებს ის პლეი-ოფშია და აქ ყველაფერი მარტივადაა: მოიგე და 1/8 ფინალში ხარ.
და თუ წააგე?
საქართველოს ნაკრებს ბოსნიასთან წაგების შემთხვევაშიც რჩება ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს. ასეთ შემთხვევაში საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ, მაგრამ ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა. შეგახსენებთ, ესპანეთს პირველ ტურში სენსაციურად 14 ქულით მოვუგეთ – 83:69.
6-გუნდიანი ოთხ-ოთხი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის.
GIPHY App Key not set. Please check settings