in

რა უცნაური სახელია – ეფმამჯეისონდი: მის საიდუმლოს კალენდარი ხსნის

სამხრეთ აფრიკულმა კლუბმა „კაიზერ ჩიფსმა“ 24 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი აიყვანა. მერე რა მოხდა? ფორვარდი ბოლივიის ჩემპიონატიდან მივიდა, სადაც ბევრს არ ათამაშებდნენ.

მაგრამ ყურადღება მიიპყრო სახელმა – ეფმამჯეისონდი გონსალესი. ამ სახელში საიდუმლო აზრია ჩადებული.

სახელშია წელიწადის ყველა, 12 თვის სახელი! ესპანური აკრონიმი

„კაიზერ ჩიფსში“ ბევრი ტიპური აფრიკული სახელის მქონე მოთამაშეა: იტუმელენგა, ტატაიაონე, სიიტემბი, მდუდუზი, ლელოგონოლო და ნკოსინგიფილე.
მაგრამ ეს მაინც გამოირჩევა, მით უმეტეს ის ხომ აფრიკელი არ არის. თანაც ინგლისურ ენაში Efmamjjasond უცნაურია. რად უნდა შუაში სამი თანხმოვანი, თანაც ორი ერთნაირი?

გაირკვა, რომ თითოეული ასო ესპანურად თვეების დასახელების პირველი ასოა. ანუ: Enero, Febrero, Marzo, Abril, Mayo, Junio, Julio, Agosto, Septiembre, Octubre, Noviembre და Diciembre.

ინგლისურად თითქმის არ განსხვავდება: Jfmamjjasond.
ქართულად ასე იქნებოდა: ითმამიიასონდ.

„ჩვენ უბრალოდ მოგვწონს 12 თვე წელიწადში“ – აღნიშნეს ფეხბურთელის მშობლებმა და საკუთარი არჩევანი ასე ახსნეს.
სხვათ შორის თავად ფეხბურთელს უთქვამს, რომ უცნაური სახელის გამო მას „კალენდარს“ და „ალმანახს“ ეძახდნენ.

მსოფლიოში ორი ეფმამჯეისონდია. ასე უწოდებდნენ დომინიკის რესპუბლიკაში სკოლას. სავარაუდოდ იმავე მიზეზით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის GOAT? რონალდოს და მესის თითქმის თანაბარი მაჩვენებლები აქვთ პრემიერლიგის ტოპ გუნდებთან

მზად ვართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის: ზუროსის და შენგელიას პრესკონფერენცია – ვიდეო