in

რა საჭიროა?! როგორ დასჯის უეფა საქართველოს

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა ერთა ლიგის პლეი-ოფში. ქართველი გულშემატკივრების არმია ერევანში გაემგზავრა, იქ მსვლელობა მოაწყვეს, ტრიბუნაზეც გულიანად უქომაგეს თავის გუნდს და მერე მეზობელ და მეგობარ ხალხთან ერთად (ანგარიშის მიუხედავად) ე.წ. მესამე ტაიმიც გამართეს.

მერე სომხები თბილისში ჩამოვიდნენ, აქაც ყველაფერი მშვიდად და წესის მიხედვით მიდოდა, მაგრამ დამთავრდა მატჩი და… არეულობა დაიწყო.

გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე გადავიდა აღსანიშნავად, ხოლო ნაწილს სტუმართა გუნდის გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა.

სომხური გამოცემები წერენ, რომ მათ ფანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, უხამს ჟესტებს უჩვენებდნენ, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია. სამართალდამცავების მხრიდან უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული და მხარეები გაარიდეს.

შეიძლება თუ არა ამ ინციდენტს უეფას მხრიდან სანქციები მოჰყვეს?
რა თქმა უნდა, შეიძლება და მეტიც, ალბათ იქნება კიდეც. მთავარია მომდევნო მატჩი უმაყურებლოდ არ ჩაგვატარებინონ, თორემ ფულადი ჯარიმა რომ იქნება, ამას ალბათ წყალი არ გაუვა.

და მთავარი კითხვა: რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?!

ეს რა საკუთარი გუნდის, ქვეყნის სიყვარული და პატივისცემაა?! სომხები საუკუნეებია ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და ისინი კი არა, ვინც გინდა იყვნენ, ასეთი მოქცევა (მით უმეტეს, როცა გამარჯვებული ხარ), რა მოსაწონია.

არადა, ქართველი ქომაგი ხომ მთელ ევროპაში ლამის თითით საჩვენებელი გახდა.

„სირცხვილი, სირცხვილი“ – სკანდირებდნენ პარალელურად ტრიბუნებიდან.

ყველაფრის წყალში ჩაყრა, მიზეზის გარეშე, უსაფუძვლოდ, მხოლოდ ვიწრო ჩამოუყალიბებელი ინტერესის და წამიერი „გასწორების“ გამო ყველა არ უნდა ჩააყენო მინიმუმ უხერხულ სიტუაციაში და პლუს საფრთხის წინაშე არ დააყენო.

ახალგაზრდა თაობის შევარდნა და ასეთი მოქცევა კიდევ უფრო გულდასაწყვეტია.

თავის მხრივ, იქნებ იმ ხალხმაც ცოტა მეტი მოსთხოვს საკუთარ თავს, ვისაც სტადიონზეც, თამაშამდე, თამაშის დროს და შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე თუ უშუალოდ მოედანზე, წესრიგის დაცვა ევალება.
როგორ მოხვდა ამდენი უბილეთო ადამიანი სტადიონზე. ვისაც უნდოდა, ისე გადადიოდა „დინამო არენას“ ღობეზე და მოედანზე შესვლაც არავის არ გასჭირვებია. კიდევ კარგი პოლიციამ დაძაბულობის განმუხტვა მოახერხა, თორემ შეიძლებოდა ტრაგედია დატრიალებულიყო.

საქართველო 4 სექტემბერს თურქეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს იწყებს და ასეთ პრინციპულ შეხვედრაზე უმაყურებლოდ თამაში როგორ შეიძლება? და რატომ, რისი გულისთვის?

გავიხსენოთ: 2 ნოემბერს უეფამ ალბანეთთან მატჩისას დარღვევების გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა – 4 ათასი ევროთი მიხეილ მესხის სტადიონის გასასვლელების ბლოკირებისთვის, 12 ათასით გულშემატკივრების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ლაზერის მინათებისთვის, 30 ათასით კი პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ამას გარდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუ მომავალ ორ წელიწადში დარღვევა განმეორდება, საშინაო მატჩზე სტადიონზე ერთ-ერთი ტრიბუნა (2 ათასი მაყურებელი) დაიხუროს.

იქნებ სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი იყოს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროს კარგი მატჩი: 13 ქულა 16 წუთში და მოგება

გიოს და კვარას ვუსურვებ ნაკრებში გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ