ესპანეთის ჩემპიონატს წლეულს ალმაცერად დაუწყეს ყურება. ბოლო წლების მთავარი მუღამი და უპირატესობა ლა ლიგას აღარ აქვს: ესპანეთში აღარ არიან არც რონალდო და უკვე არც მესი. აქედანვე ქილიკობენ ელ კლასიკოზე და მეორეხარისხოვანი ფეხბურთელების დუელს აანონსებენ. როგორი იქნება უმესო „ბარსა“, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესის საგანია. თუ ამ „რეალს“ გავითვალისწინებთ და პლუს მოქმედი ჩემპიონი „ატლეტიკო“, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამოკვეთილი ფავორიტი ლა ლიგას არ ეყოლება და ჩემპიონობისთვის დაძაბული ბრძოლა წავა.
ჩემპიონატი კი სამივე ფავორიტმა მოგებით დაიწყო.
ამასობაში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მესის არყოფნაში მისი როლი ბრაიტვაიტმა იტვირთა. დანიელმა შემტევმა ორი გოლი გაიტანა და მერე, როდესაც „სოსიედადს“ გადარჩენის შანსი გაუჩნდა, საგოლე პასი ისე გააკეთა, რომ სერჟი რობერტომ ცარიელ კარში შეაგორა. ვნახოთ აბა, პსჟ რამდენ მილიონად წაართმევს „ბარსას“ ამ კაცს. ეს ცოტა ირონიით ბუნებრივია.
39 წლის, 9 თვის და 11 დღის ასაკში ითამაშა ლა ლიგაში „ესპანიოლის“ უხუცესმა ფეხბურთელმა დიეგო ლოპესმა, რომელმაც თვით დი სტეფანოს რეკორდი გააუმჯობესა.
ტიბო კურტუამ მე-100 მატჩი ითამაშა „რეალის“ რიგებში ესპანეთის პირველობაზე.
კარლო ანჩელოტი: „რეალს“ უჭირდა ხაზებს შორის კარგი პოზიციის მონახვა, რადგან „ალავესი“ კარგად იცავდა თავს“.
კუმანი: „მნიშვნელოვანი იყო კარგად წარმოგვეჩინა თავი და მოგვეგო. მათ შორის, ამასწინანდელი მოვლენების გამო“.
ლა ლიგაში მე-300 მატჩი ითამაშა ამჟამად „კადის“ თავდამსხმელმა ნეგრედომ.
ლა ლიგა – I ტური
ვალენსია – ხეტაფე 1:0
კადისი – ლევანტე 1:1
მალიორკა – ბეტისი 1:1
ალავესი – რეალი 1:4
ოსასუნა – ესპანიოლი 0:0
სელტა – ატლეტიკო 1:2
ბარსელონა – სოსიედადი 4:2
სევილია – რაიო ვალეკანო 3:0
ვილიარეალი – გრანადა
ელჩე – ბილბაო
GIPHY App Key not set. Please check settings