in

რა მოხდა სინამდვილეში ლიონში

„ლიონმა“ ფრანგული კლუბების ეროვნული კონტროლისა და მართვის დირექციის (DNCG) ვერდიქტზე კომენტარი გააკეთა, რომელიც ლიგა 2-ში გუნდის დაქვეითების გადაწყვეტილების გაუქმებას ეხება.

„ლიონს“ ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება ეძლევა, მაგრამ შეზღუდულია სახელფასო განაკვეთსა და სატრანსფერო თანხების გამოყოფაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, თუმცა ეს ქვედა დივიზიონში დაქვეითებაზე გაცილებით უკეთესი ვარიანტია.

„ოლიმპიკმა“ სააპელაციო ორგანოს კლუბის ახალი ხელმძღვანელობის ამბიციების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მმართველობის სერიოზული უზრუნველყოფა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნდობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და ახლა სპორტულ მიზნებზე კონცენტრაცია შეუძლიათ.

„ლიონის“ პრეზიდენტის პოსტი ჯონ ტექტორის ნაცვლად მიშელ კანგმა დაიკავა, გენერალურ დირექტორად მიხაელ გერლინგერი დანიშნეს, დირექტორატის შემადგენლობა შეიცვალა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ამერიკელი ბიზნეზმენი მოიცილეს.

გუნდი უკვე დატოვეს ალექსანდერ ლაკაზეტმა და რაიან შერკიმ, შეიძლება მეკარე ლუკას პერი, აგრეთვე შემტევები მალიკ ფოფანა და გიორგი მიქაუტაძე გაყიდონ. თუ ქართველი დარჩა, გუნდის უპირობო ლიდერი გახდება, მაგრამ უღირს კი ასეთი გადაწყვეტილების მიღება. შეგახსენებთ, მისი შეძენის სურვილი „რომას“ „ატალანტას“ და პრემიერლიგის კლუბებს აქვთ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ერთით წინ წაიწია

ელექტრულად მოძრავი და მეტოქის კოშმარი: რას წერენ ხვიჩაზე