უეფა-ს ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გეგმავს აღმასკომის სხდომის გამართვას, სადაც განიხილავენ ისრაელის შესაძლო ჩამოცილებას საფეხბურთო ტურნირებიდან.
გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, თუ ისრაელის ნაკრებსა და კლუბებს დისკვალიფიკაციას მისცემენ, ამან შეიძლება „გეოპოლიტიკური კონფრონტაცია“ გამოიწვიოს უეფა-სა და ფიფა-ს შორის. ირწმუნებიან, რომ, დიდი ალბათობით, ფიფა-ში არ დათანხმდებიან ისრაელის ფეხბურთზე სანქციების დაწესებას.
როგორც ბრიტანულმა გამოცემამ გაარკვია, უეფა-ს ტურნირებიდან ისრაელის გუნდების გარიცხვა ნიშნავს იმას, რომ მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები ვერ ითამაშებენ ერთა ლიგაზე, ხოლო თელ-ავივის „მაკაბის“ ჩამოაშორებენ მიმდინარე ევროპის ლიგის გათამაშებას. ამასთან, უეფა არ მოითხოვს ისრაელის ნაკრების გარიცხვას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან, რადგან ის ფიფა-ს ეგიდით იმართება, თუმცა ორგანიზატორი სწორედ უეფაა.
ისრაელის ნაკრები შესარჩევ ტურნირში I ჯგუფში თამაშობს და ხუთი მატჩის შემდეგ ცხრა ქულით მესამე ადგილზეა. ის ჩამორჩება ნორვეგიას (15 ქულა) და იტალიას (9 ქულა).
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings