in

რა ვითარებაა ნაკრებში: ფორსმაჟორი მეორდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. მას შემდეგ, რაც 11 ნოემბერს დიღმის არენაზე ვარჯიში დაიწყო, ეროვნულ გუნდს დუდა სანაძე შეემატა, მისი ძმა, სანდრო კი ტრავმის გამო გამოაკლდა. ნაკრებს დაემატნენ “ქუთაისის 2010”-ის წევრებიც – გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი კორსანტია და გიორგი სულაბერიძე, რომლებმაც თავის კლუბში ფიბა ევროპის თასზე სეზონის ბოლო მატჩი 13 ნოემბერს ითამაშეს და მეორე დღეს დიღმიდან თბილისი არენაზე გადასულ საქართველოს ეროვნულ გუნდს შეუერთდნენ.

შესაბამისად, ნაკრებში თავი 14-მა კალათბურთელმა მოიყარა: გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, ივანე მეგენეიშვილი, გეგი ბაქრაძე და სანდრო სანაძე, რომელმაც თბილისი არენაზე 14 ნოემბერს გამართული ვარჯიშის დროს მხრის ტრავმა მიიღო და ნაკრებს გამოაკლდა.

მეორე დღეს, 15 ნოემბრის ვარჯიშზე ფეხი გადაიბრუნა გიორგი ოჩხიკიძემ, რომელიც ნაკრებში რჩება და არის იმედი, რომ თუ მომავალ მატჩამდე ვერა, მისი რეაბილიტაცია 24 ნოემბრის თამაშამდე მოესწროს. შესაბამისად, ნაკრები ვარჯიშს თბილისში 12 მოთამაშით განაგრძობს და 18 ნოემბერს, დილას ფინეთში გაემგზავრება, სადაც ეროვნულ გუნდს გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი და კამარ ბოლდუინი დახვდებიან.

საქართველოს ნაკრები ფინეთის დედაქალაქში 19 და 20 ნოემბერს გენერალურ ვარჯიშებს გამართავს, ხოლო გუნდის თამაშის დღეს, 21 ნოემბერს კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება. მეორდება ის ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც წლინახევრის წინ გათამაშდა და რომლის გმირიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შენგელია იყო, როცა ბოლონიაში, თავისი კლუბის მაისურით ითამაშა და ჰოლანდიაში, საქართველოს ნაკრებთან შესაერთებლად დარბაზიდანვე, ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ამჯერად შენგელია 20 ნოემბერს, ევროლიგაში ვირტუსის მაისურით ფენერბაჰჩესთან ითამაშებს და იმავე საღამოს, ჩარტერული რეისით ჰელსინკიში, საქართველოს ნაკრებში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 3 დღის ინტერვალით ფინეთთან 2 მატჩი ელის. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს 21 ნოემბერს ჰელსინკიში დაუპირისპირდება, ხოლო 24 ნოემბერს თბილისში უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს მხარდაჭერა ექნება და აგრესიულად ითამაშებს: რებროვი დარწმუნებულია, რომ მისი ბიჭები უკრაინისთვის იბრძოლებენ

ვერ მოვიგეთ: საქართველომ უკრაინასთან ფრედ ითამაშა და შანსი დაიტოვა