აფხაზეთის წარმომადგენელმა ახალი ტურნირის შექმნა შეთავაზა – „თანამეგობრობის ჩემპიონატი“.
ეს იდეა გააჟღერა ჯემალ გუბაზმა, რომელიც რუსეთის სპორტული დელეგაციის შემადგენლობაში დონეცკში იმყოფებოდა. გუბაზს აფხაზეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარი პოსტი უკავია.
მისი აზრით, შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებდნენ ყირიმის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონის, ზაპოროჟიეს და სხვა რეგიონების გუნდები.
ფორმატის შერჩევისას გუბაზმა რუსეთის სტუდენტური ლიგის მაგალითი შეთავაზა, სადაც მონაწილეები ერთ ქალაქში იკრიბებიან და ზედიზედ რამდენიმე მატჩს ატარებენ.
ინიციატივას მხარი დაუჭირეს დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებმა.
GIPHY App Key not set. Please check settings