დღეს ევროპის სუპერთასია: „რეალი“ ეთამაშება ბერგამოს „ატაალანტას“ და ყველა ველით კილიან მბაპეს ოფიციალურ დებიუტს მადრიდულ კლუბში.
მბაპემ „რეალთან“ ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა და ახალ კლუბში დებიუტისთვის ემზადება.
დებიუტისთვის? თუ ვიტყვით, რომ ფრანგმა მადრიდში პირველი მატჩი უკვე ჩაატარა?
რაშია საქმე?
მბაპე მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა 2012 წლის დეკემბერში, როდესაც ზინედინ ზიდანმა 13 წლის კილიანი კლუბის ბაზაზე მიიწვია. ნორჩმა ფრანგმა მონაწილეობა მიიღო აკადემიის ამხანაგურ მატჩში, პირველი ტაიმი გარემარბის პოზიციაზე, ხოლო მეორე ნახევარი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.
განაცხადში ის “კილიანად” ჩაწერეს.
„ის ფიზიკურად ყველას ჯობდა და ტექნიკურადაც გამოირჩეოდა. მის საფეხბურთო თვისებებში ეჭვს ვერავინ შეიტანდა“, – აღნიშნა წლების შემდეგ მადრიდელთა ყოფილმა სკაუტმა პაკო დე გრასამ.
ბიჭმა ყველა მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მაშინ კილიანი არ გადასულა მადრიდში ოჯახის “მაღალი მოთხოვნებისა” და საფრანგეთში დარჩენის სურვილის გამო.
11.5 წლის შემდეგ ის ბრუნდება.
GIPHY App Key not set. Please check settings