in

რა, დალევის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ: მსოფლიო ჩემპიონატზე ალკოჰოლი არ იქნება

საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ 2034 წელსაა, მაგრამ უკვე დიდ კამათს იწვევს. ერთ-ერთი მთავარი თემა ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვაა.

უფრო მკაცრად ვიდრე კატარში

„ჩვენ არ გვინდა ჩვენი კულტურის შეცვლა სხვისთვის“ – საუდის არაბეთი მიჰყვება კატარის 2022 წლის გზას, ფიფა წინააღმდეგობას არ უწევს

საუდის არაბეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ხალიდ ბინ ბანდარ ალ საუდმა ცოტა ხნის წინ უარყო წინადადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანა ალკოჰოლის საწინააღმდეგო მკაცრ კანონებს შეამსუბუქებს.

„აქ ალკოჰოლი საერთოდ არ არის. მშრალი ქვეყანაა, როგორც ამინდი. ამჟამად ალკოჰოლს არ ვუშვებთ, მაგრამ იცით, მის გარეშეც შეიძლება გართობა. თუ ქვეყნიდან გასვლისას დალევა გინდა, კი ბატონო.
ყველას თავისი კულტურა აქვს და ჩვენ სიამოვნებით ვიღებთ ადამიანებს ჩვენს კულტურაში, მაგრამ არ გვინდა მისი შეცვლა სხვისთვის. რა, დალევის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ?“

The Guardian-მა ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს სტადიონებზე ლუდი არ გაიყიდებოდა. ფან-ზონებსა და სასტუმროებში ალკოჰოლის გაყიდვის პოზიცია გაურკვეველია, მაგრამ ფიფამ გადაწყვიტა ამ საკითხზე ზეწოლა არ მოახდინოს.

ორგანიზაციამ გაითვალისწინა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება, როდესაც ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე სტადიონებზე ლუდის გაყიდვის აკრძალვა გახდა საჭირო. The New York Times-ი მაშინ წერდა, რომ გადაწყვეტილება კატარის სამეფო ოჯახმა მიიღო და მათთან კამათი შეუძლებელი იყო. ფიფას 40 მილიონი ფუნტის კომპენსაციის გადახდა მოუწია სპონსორისთვის.

NY Times-ის ცნობით, შეზღუდვების მთავარი მიზეზი არის შიში, რომ სტადიონებზე ალკოჰოლის თვალსაჩინო არსებობა ადგილობრივ მოსახლეობაში შეშფოთებას გამოიწვევს და ამით უსაფრთხოების პოტენციურ პრობლემას შექმნის.

ეს იმიტომ ხდება, რომ მუსლიმებს ეკრძალებათ არა მხოლოდ ალკოჰოლის დალევა, არამედ იმ ადგილას ყოფნაც კი, სადაც მას მოიხმარენ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რამადანი უწევს 2034 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მუსლიმებისთვის წლის ყველაზე წმინდა თვეს. თუ ტურნირი ამ თარიღებში ჩატარდება, მაშინ შეიძლება ველოდოთ ალკოჰოლის კიდევ უფრო მკაცრ აკრძალვას, ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

შესაძლოა ვითარება შეიცვალოს 2034 წლისთვის. მაგრამ ამ დროისთვის საუდის არაბეთის ხელისუფლება მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას.

ორგანიზატორები და ფიფა თარიღებზე ფიქრობენ. ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა შეფერხდეს ოლიმპიური და აზიური თამაშების გამო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთს უკეთესი კარიერა აქვს, მაგრამ თამაშს მეორესთან ისურვებდნენ – მესის და რონალდოს კიდვე ერთი დაპირისპირება

საქართველო ისევ დინამოზე ითამაშებს, მაგრამ…