გერმანიაში ალბათ გაირკვა ის, რაც ისედაც გარკვეული იყო: სასწაული უნდა მოხდეს, მიუნხენის „ბაიერნმა“ მორიგი ჩემპიონობა რომ დათმოს. ბავარიელები ოთხეულისთვის მებრძოლ „ფრაიბურგს“ კარგა ხანს ვერ უგებდნენ, მაგრამ 73-ე წუთიდან 3 გაიტანეს და 4:1 მოიგეს (ოღონდ ლევანდოვსკის არ გაუტანია).
კურიოზული იყო ის, რომ „ბაიერნს“ მატჩის ბოლოს 12 ფეხბურთელი ჰყავდა მოედანზე. მსაჯებმა ეს თავიდანვე ვერ შეამჩნიეს.
ზუსტად ასეთი ანგარიში დაფიქსირდა „ბაიერნის“ მდევრის დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვედრაშიც, ოღონდ დორტმუნდელებმა წააგეს და ლიდერთან ჩამორჩენა 9 ქულამდე გაიზარდა. ჩემპიონატის ბოლომდე კი 6 ტურიღა დარჩა და გასაგებია, რომ საჩემპიონო ინტრიგა თითქმის აღარ არსებობს.
სამაგიეროდ ოთხეულში მოსახვედრად გრძელდება ბრძოლები, რომელშიც სწორედ ის „ლაიპციგი“ დაწინაურდა, რომელმაც „ბორუსიასთან“ იმარჯვა და რადგან „ფრაიბურგმა“ წააგო, ლაიპციგელები არიან მეოთხეზე და 3 ქულით უსწრებენ მდევარს.
ტედესკოს ხელში „ლაიპციგი“ 10 მატჩია არ აგებს – 7 მოგება, 3 ფრე.
ბოლო დროს ცუდად აქვს საქმე ოთხეულის კიდევ ერთ მაძიებელ „ჰოფენჰაიმს“. „სოფლელები“ 3 მატჩია ვეღარ იგებენ, ზედიზედ 2 წააგეს, არადა რომ მოეგოთ შინ არც თუ ძლიერ „ბოხუმთან“, „ფრაიბურგსაც“ გადაასწრებდნენ და „ლაიპციგთანაც“ ახლოს, 1 ქულაში იქნებოდნენ.
“ბაიერნი” 6 ტურია არ აგებს.
დორტმუნდის” ბორუსიამ” შეწყვიტა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია.
“ლაიპციგი” 7 თამაშია არ აგებს.
“ლაიპციგმა” სტუმრად ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და სამჯერ დიდი სხვაობით.
ლევერკუზენის “ბაიერს” 28 ტურში68 გოლი აქვს გატანილი, რაც აქამდე არასოდეს უქნია.
“არმინიამ” 4-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
“შტუტგარტი” 4 მატჩია არ აგებს, თუმცა სტუმრად 7 თამაშია არ მოუგია.
“ვოლფსბურგი” 51 მატჩია ვერ იგებს ისეთ თამაშს, როდესაც პირველი ტაიმის მერე აგებდა. ეს სერია სათავეს 2017 წლის თებერვლიდან იღებს.
ბუნდესლიგა – XXVIII ტური
უნიონი – კიოლნი 1:0
ჰოფენჰაიმი – ბოხუმი 1:2
ფრაიბურგი – ბაიერნი 1:4
აინტრახტი – ფიურტი 0:0
ლევერკუზენი – ჰერტა 2:1
არმინია – შტუტგარტი 1:1
დორტმუნდი – ლაიპციგი 1:4
აუგსბურგი – ვოლფსბურგი 3:0
გლადბახი – მაინცი 1:1
GIPHY App Key not set. Please check settings