როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გიორგი მიქაუტაძე მომავალი სეზონიდან “მეცის” ფეხბურთელი აღარ იქნება, – ვარაუდობს ფრანგული მედიის დიდი ნაწილი.
ქართველ ფორვარდს ლიგა 1-ის კლუბებმა დაადგეს თვალი. ჟორჟის ბოლოდროინდელი თამაში ბევრში აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა ეს არ ყოფნის გუნდის ძალას, რომელიც გადარჩენისკენ არის მიმართული.
დიდი ალბათობით, “მეცს” პლეი-აუტში მოუწევს თამაში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, 23 წლის მიქაუტაძე სხვა გუნდში გადავა. როგორც ფრანგული მედია წერს, “რენმა” უკვე დაიწყო მოლაპარაკებები “აიაქსთან”, რომელიც ქართველის სატრანსფერო უფლებს აკონტროლებს.
გასაგებია, რომ “მეცი” მიქაუტაძეს ვერ გამოისყიდის უფულობის გამო, თუმცა ამისთვის მზად იქნება სწორედ “რენი”, რომელიც სეზონის ბოლოს რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელევა, რაკი ევროთასებზე გასვლა ვერ მოახერხა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings