in

რაში უნდა მოუმატოს მამარდაშვილმა: ლივერპულის ექსპერტი ქართველ მეკარეზე

liverpoolfc.com საინტერესო ინტერვიუს გვთავაზობს გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერის თაობაზე. ქართველ მეკარეზე საუბრობს ძალიან ცნობილი ექსპერტი საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპული” გასულ თვეში შეუთანხმდა “ვალენსიას”. ამ შეთანხმების არსი ის არის, რომ მომავალ სეზონში “ენფილდზე” მივა საქართველოს ნაკრების მეკარე, ვინც “ფრანს ფუტბოლის” მიერ ორგანიზებული “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე ნომირებულია სეზონის საუკეთესო მეკარის წოდებაზე…

liverpoolfc.com-მა კი ტრანსფერის თაობაზე კომენტარი სთხოვა დერმოტ კორიგანს, The Athletic-ის ექსპერტს, რომელიც ესპანეთის ლა ლიგას აშუქებს და, ცხადია, იქაურ ამბებში კარგად არის ჩახედული…

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ “ლივერპულმა” “ვალენსიასთან” შეთანხმებას მიაღწია გიორგი მამარდაშვილის თაობაზე?

სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია. ის ძალიან კარგი მეკარეა და ხშირად ლაპარაკობდნენ იმის თაობაზე, რომ რაღაც ეტაპზე ის “ვალენსიას” დატოვებდა. ალბათ, მისი მიზანი იქნებოდა ისეთ კლუბში გადასვლა, რომელიც იასპარეზებდა ჩემპიონთა ლიგაში, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, მოსალოდნელი იყო, რომ ის პრემიერლიგაში გადაბარგდებოდა. “ლივერპული” მისთვის შესანიშნავი არჩევანია და თავად “ლივერპულისთვისაც” კარგი ტრანსფერია.

ადრევე აშკარა იყო თუ არა, რომ მას ისეთი კლუბი გადაიბირებდა, როგორიცაა “ლივერპული”?

მას ცოტა უცნაური მარშრუტი ჰქონდა “ვალენსიამდე”. “ვალენსიას” ბოლოდროინდელი პოლიტიკა ცნობილია – კლუბი ყველაფერს აკეთებს, რათა აღმოაჩინოს საერთაშორისო მასშტაბით მისთვის საინტერესო მოთამაშეები. ეს ფეხბურთელები რაღაც დროის განმავლობაში სასარგებლონი უნდა იყვნენ კლუბისათვის, მერე კი “ვალენსიამ” უნდა შეძლოს მათი სარფიანად გაყიდვა.

მამარდაშვილს “ვალენსიაში” აღიქვამდნენ სწორედ ასეთ პროექტად. ის ძალიან ახალგაზრდა მოხვდა ამ კლუბში და მაშინვე გამოჩნდა, რომ საქმე გვქონდა სუპერტალანტთან. ის ჯერ გამოუცდელი იყო და სჭირდებოდა ამ გამოცდილების მიღება, გარკვეული ტექნიკური ნიუანსების გაუმჯობესება… მას ყოველთვის აღიქვამდნენ ისეთ მეკარედ, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი. რომ არა “ლივერპული”, ის მაინც წავიდოდა სხვა ისეთ კლუბში, რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში.

23 წლის ასაკში მას 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული “ვალენსიაში”…

“ვალენსიამ” ბოლო ეპოქაში აღზევებასაც გაუგო გემო და დაცემასაც. ეს არის კლუბი, რომელსაც ყოველთვის ძალიან ბევრს სთხოვენ. გვახსოვს, რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით “ღამურებმა” ლა ლიგა მოიგეს, რამდენიმე წლის წინ მოიგეს ასევე ესპანეთის თასი…

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწყო ჩავარდნა, მათ გაყიდეს საუკეთესო ფეხბურთელები. ასეთ კლუბში ახალგაზრდსა მეკარის მისვლა იოლი ნამდვილად არაა. თანაც, “ვალენსიას” დაცვაში ყოველთვის დიდი ცვლილებები ხდებოდა. გასული სეზონი კი მამარდაშვილისთვის ნამდვილად საუკეთესო იყო. მისი სტატისტიკა გამორჩეული გახლდათ ლიგაში. გიორგიმ გვიჩვენა, რომ ახალ დონეს მიაღწია.

გარდა იმისა, რომ ის კარგად იღებს ბურთებს, პენალტების მოგერიებითაც გახდა ცნობილი…

ის ფიზიკურად ძლიერია, ბევრი კარგი პერსონალური თვისებით. მას უყვარს, როცა თამაშში ხშირად ერთვება. 11-მეტრიანები ბრწყინვალე შანსია მეკარეებისთვის, წარმოაჩინონ საკუთარი თავი. მან გასულ სეზონში ლა ლიგაში 6-დან 3 პენალტი მოიგერია, რაც ძალიან კარგი შედეგია.

უნდა აღინიშნოს “ვალენსიას” მეკარეების მწვრთნელის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას მუშაობის თაობაზე. ის იყო “ლივერპულში” რაფა ბენიტესთან ერთად და ესპანეთის ნაკრებში – მთელი მისი “ოქროს ხანის” განმავლობაში: 2010 წლის მუნდიალსა და ევროპის ორ ჩემპიონატზე, რომლებიც “ფურია როხას” ტრიუმფით აღინიშნა.

ის ისეთ მეკარეებთან მუშაობდა, როგორებიც იყვნენ იკერ კასილიასი და პეპე რეინა. მამარდაშვილი “ვალენსიაში” მივიდა უზარმაზარი, მაგრამ დასახვეწი ნიჭით. ის იყო ფიზიკურად დიდი, შესანიშნავი რეფლექსებით. მან რამდენიმე წელი იმუშავა “ვალენსიაში” მეკარეების ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან და ეს ძალიან სასარგებლო პერიოდი იყო მისთვის.

რას ფიქრობთ, როგორ შეეგუება ის ინგლისის პრემიერ ლიგას?

შეიძლება, სხვა ლიგებში მოთამაშე მეკარეები უფრო მიჩვეულები იყვნენ ხშირ შემთხვევაში ხაზზე დარჩენას, თავდამსხმელების წინააღმდეგ ხშირად კარიდან არგამოსვლას… მან სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს. არ ვამბობ, რომ არ იცის ასეთი თამაში, მაგრამ “ვალენსიაში” შედარებით ნაკლებად სჭირდებოდა ამის დემონსტრირება.


lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეკორდი პარალიმპიადაზე: საქართველოს 9 მედალი აქვს

ასეთ საქართველოს არ ელოდნენ: დარბიან, უტევენ, თავს იცავენ…