„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში კარიერას განაახლებს.
FotbollDirekt-ის ინფორმაციით, 39 წლის ფორვარდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების სტარტისთვის დაბრუნდება.
იბრაჰიმოვიჩი მარტის თამაშებისთვის გამოიძახეს. პირველი მატჩი შვედებს კი 25 მარტს საქართველოს ნაკრებთან უწევს.
ზლატანი შვედეთის ნაკრებში 2001-დან 2016 წლამდე გამოდიოდა. 116 მატჩში 62 გოლი გაიტანა და ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში შვედმა გიგანტმა 14 მატჩში 14 გოლი გაიტანა.
იბრა სან-რემოს ფესტივალსა და ფეხბურთს შორის იხლიჩება: 6 დღეში 4 მუსიკალური საღამო და 2 თამაშია
GIPHY App Key not set. Please check settings