in

რაღაც უნდა შეიცვალოს: კიტეიშვილი შტურმზე

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 85

გრაცის „შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა საკუთარი კლუბის მდგომარეობის შესახებ Skysport Austria-სთან ისაუბრა.

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ლასკ-თან მატჩში ოთარ კიტეიშვილის გოლით სწრაფად, უკვე მე-7 წუთზე დაწინაურდა, თუმცა შემდეგ საკუთარ კარში სამი ბურთი გაუშვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დაქვეითდა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, ასეთი თამაში ჩემპიონი გუნდისთვის შეუფერებელია და შექმნილი ვითარება გამოსასწორებელია.

„ეს კარგი თამაში არ იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით, დაცვაში. თუმცა პასუხისმგებლობა მთელ გუნდზე ნაწილდება და არა მხოლოდ უკანა ხაზზე. არ ვიცი, კონკრეტულად რა არის ჩვენი პრობლემა, მაგრამ რაღაც უნდა შეიცვალოს, ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა Skysport Austria-სთან საუბრისას.

„შტურმის“ არასტაბილური შედეგების მიუხედავად, 2025/2026 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილმა 11 შეხვედრაში 7 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას იკავებს.

ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და სამჯერ დამარცხდა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოკო მოდის, პირდაპირ თამაშზე: საქართველო მსოფლიოზე გასასვლელად ბრძოლას იწყებს

რატომ გაქრა და როდის ათამაშდება გულიაშვილი