in

რატომ შეიძლება ვალენსიადან ვერ წავიდეს: რაზე უნდა დაფიქრდეს მამარდაშვილი

ესპანურმა “მარკამ” საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე დაწერა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა იმ მიზეზს ასახელებს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირის ტრანსფერს “ვალენსიადან” უფრო ამბიციურ კლუბში.

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილს ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. ახლა ის სრულიად დამსახურებულ შვებულებაშია. “ვალენსიამ” მას შეატყობინა, რომ შეუძლია, 28 ივლისამდე დაისვენოს. ამის შემდეგ ქართველი მეკარე უნდა შეუერთდეს რუბენ ბარახას გუნდს.

მართალია, მამარდაშვილს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ “ვალენსია” დიდი სიხარულით გაასხვისებს მამარდაშვილს ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, რადგან ახლა მას საუკეთესო პერიოდი უდგას, მაგრამ…

აქ არის ერთი მთავარი პრობლემა. არავისთვის იქნება იოლი, დააკმაყოფილოს “ღამურების” მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენაზე, მასში 40 მილიონ ევროზე მეტს არავინ იხდის.

თუ არ გამოჩნდა რომელიმე გრანდის ვარიანტი, მამარდაშვილი კარგად უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და თანხმობა ნაკლებად მნიშვნელოვან პროექტზე. შესაძლოა, საშუალო გაქანების კლუბებმა შესთავაზონ ფეხბურთელს და “ვალენსიას” ფინანსურად მომგებიანი პროექტი, რაც სამომავლოდ დიდი ნახტომის გაკეთების შანსს შეამცირებს”, – წერს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვინდა, რომ დარჩეს: სანიოლის პოზიციაც ვიცით – პრეზიდენტი მწვრთნელს მალე დეტალურად დაელაპარაკება

გოჩოლეიშვილი შესაძლოა ჰამბურგში წავიდეს