in

რატომ ვეღარ თამაშობს კვარა ძველებურად: როცა ხვიჩას ვცვლიდი…

“ნაპოლის” ყოფილმა და ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ La Domenica Sportiva-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა.

65 წლის სპეციალისტმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

“ნეაპოლი განსაკუთრებული ადგილია, რომელიც არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც ითხოვს. რასპადორი? მას კარგად ვიცნობ, ნამდვილი პროფესიონალია და მისი “ნაპოლიში” ხილვა ნამდვილად მსურდა.

შეუძლია თუ არა “პარტენოპეის” სკუდეტოს მოგება? არ ვიცი, ჩემი აზრით, გუნდი სწორ გზაზე დგას.

რატომ ვეღარ თამაშობს “კვარა” ისე, როგორც “ნაპოლის” საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭი და ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მან მტკიცე ხასიათი უნდა შეიძინოს. ქართველი ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა და უდიდესი კლასი აქვს. კარგი იქნება, თუ ზოგჯერ მოედანზე პაუზებს გააკეთებს. რადგან როცა ამის შემდეგ აჩქარებას იწყებს, უბრალოდ შეუჩერებელია.

იყო თუ არა ლობოტკა ჩემი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი? მისმა კარგმა თამაშმა “ნაპოლის” წარმატება განაპირობა, ახლაც განსაკუთრებული როლი აქვს და გუნდის ნამდვილი ხერხემალია. დამიჯერეთ, ეს ადვილი არ არის”, – განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, სპალეტი “ნაპოლის” 2021/2023 წლებში წვრთნიდა და “პარტენოპეის” სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოაგებინა.

“ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, Carre-სთან ინტერვიუში “პარტენოპეიში” გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ფრანგის თქმით, მას კლუბში უამრავი პრობლემა დახვდა, რასთან გამკლავებაც მარტივი არ ყოფილა.

“როდესაც გუნდში მოვედი, თითქმის ყველას წასვლა უნდოდა და ხელფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ასეთ დროს კი ფეხბურთელების მოტივირება მარტივი საქმე არ არის. როდესაც ჯუნტოლი წავიდა, სრულიად მარტო დავრჩი და გვერდით არავინ მყავდა ისეთი, ვინც დახმარებას გამიწევდა იმ მომენტში მაინც, როცა კვარაცხელია და ოსიმენი შეცვლების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

დე ლაურენტისი? ამ ადამიანს ფეხბურთის არაფერი ესმის.
ერთხელ მითხრა, რომ ერთ მოთამაშეს მოედანზე 45 წუთი უნდა გაეტარებინა და მეორე ტაიმში შანსი სხვა ფეხბურთელებისთვის მიმეცა. ვუთხარი, რომ უკვე 60 წლის ვიყავი და ასეთ საკითხს თავად გადავწყვეტდი. ამ ადამიანს ფილმებისგან განსხვავებით, ფეხბურთის არაფერი გაეგება”, – განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, ფრანგმა სპეციალისტმა “ნაპოლიში” 2023 წელს ლუჩანო სპალეტი შეცვალა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ლივერპულში სათადარიგო მეკარეობას არ აპირებს

ბითაძემ მოედანი კონფლიქტის გამო დატოვა: ორლანდომ ბოსტონსაც მოუგო