საქარტველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო. პირველ მატჩში ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია დაამარცხა (2:0). ბუნებრივია, ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი კმაყოფილი ვერ იქნება. ამაზე ისაუბრა კიდეც პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ.
პატრა საქართველო ევროპაში გაერია: ახალგაზრდულმა გულიანი მოგებით დაიწყო
„სამი ქულა დავკარგეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. პირველი ტაიმი კარგი იყო. აქცენტი ბურთის ფლობაზე გავაკეთეთ, არადა შეგვეძლო უფრო შემტევი და აგრესიული ვყოფილიყავით.
ამ წაგებიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. დარჩენილ ორი შეხვედრას უფრო მობილიზებულები უნდა შევხდეთ. ყველა მოთამაშეს ესმის ამ შეხვედრების მნიშვნელობა და შეეცდებიან, რომ საუკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.
თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვაში არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ზუსტად იმ დროს გავუშვით ის ორი გოლი, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდით.
რატომ ვერ ვაჩვენეთ შედეგი? პირველი ის არის, რომ საქართველო შინ თამაშობდა, მას ბევრი მაყურებელი ამხნევებდა. ჩვენ შეცდომები დავუშვით, რაც აღარ უნდა გავიმეოროთ. წინ ორი მატჩია და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ“.
გუნდურობა, ერთიანობა, დავალებების შესრულება და სურვილი: რამაზ სვანაძე ამ მოგებით არ იცხოვრებს
ენრიკე არაუხო:
„უკვე ვისაუბრეთ. შედეგი სამწუხაროა, თუმცა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მომდევნო ორ მატჩს მომზადბეული შევხვდეთ. ყველაფერს გაავაკეთებთ, რათა უკეთესი შედეგები გვქონდეს.
მაყურებლების ფაქტორი დიდი იყო. დავუშვით ის შეცდომები, რაც ამ ეტაპზე არ უნდა დაგვეშვა“.
GIPHY App Key not set. Please check settings