in

რატომ გაქრა და როდის ათამაშდება გულიაშვილი

გიორგი გულიაშვილი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პრემიერლიგის გასულ სეზონში „სარაევოს“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ ყველა ტურნირზე ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა. „სად გაქრა გულიაშვილის ბრწყინვალება?“ – ასეთი სათაურით წერილი ბოსნიურ გამოცემა „ფაქტორში“ გამოქვეყნდა.

„რატომ გაქრა ბოსნია-ჰერცეგოვინის პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის ბრწყინვალება? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს გუნდის გულშემატკივრები ეძებენ. ქართველის პრობლემები აპრილში, ბოსნიის თასის ნახევარფინალში „ბორაცთან“ მიღებული ტრავმით დაიწყო. ექვსი თამაში (ერთ თვეზე მეტი) გამოტოვა და ამის შემდეგ სასურველ ფორმაში ვეღარ ჩადგა.

გულიაშვილის შესანიშნავმა სტატისტიკამ ევროპული კლუბები დააინტერესა, მის ტრანსფერზეც ვრცელდებოდა ინფორმაციები. ვფიქრობთ, მასზე ცუდი გავლენა „სარაევოში“ მწვრთნელების ხშირმა ცვლამ მოახდინა – ახალი მწვრთნელი ახალ სათამაშო სქემას ნერგავს, ამან კი გულიაშვილზე ცუდად იმოქმედა.

ყევლას აინტერესებს – როდის ათამაშდება ძველებურად „სარაევოს“ ლიდერი?“ – წერს გამოცემა „ფაქტორი“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაღაც უნდა შეიცვალოს: კიტეიშვილი შტურმზე

ინგლისის ჩემპიონი არსენალი გახდება: კომპიუტერმა გამოთვალა – ვინ გავარდება