in

რატომ გაგვიუქმეთ გოლი: ლუქსემბურგი საქართველოს ულოცავს, მაგრამ ვერ გაიგო…

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ოცნება გადაუწურა. ბუნებრივია, მეტოქე ამით კმაყოფილი ვერ იქნება, ხოლო მეორე ტაიმში მხომდარი ეპიზოდის გამო წინასწარ ცხადი იყო, რომ ლუქსემბურგის მწვრთნელი მსაჯზე გააკეთებდა აპელირებას, მით უმეტეს, რომ თამაშამდეც თქვა, ეს არბიტრი რატომ დაგვინიშნეთო.

2:0 – ფინალში ვართ: დარჩა ერთი ნაბიჯი ევროპამდე

შეგახსენებთ, მეორე ნახევრის და ალბათ მატჩის საკვანძო ეპიზოდი იყო, როდესაც ლუქსემბურგს გოლი აღარ ჩაუთვალეს, წინა ეპიზოდში მიქაუტაძის წაქცევისთვის ჯარიმა დანიშნეს და სტუმრებს მცველიც გაუგდეს.

ერთად ვაგებთ და ერთად ვიგებთ: სანიოლს გადაწყვეტილებას მიღება მოუწევს

ლუკ ჰოლტცი (ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

„საქართველოს ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას. ეს პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის დამსახურება იყო. თუმცა, არ მესმის, რის საფუძველზე გადაწყვიტა მსაჯმა გადამწყვეტ მომენტში ჩვენი გოლის გაუქმება.

ამ ეპიზოდში მიქაუტაძე ექაჩებოდა მცველს, მაგრამ არბიტრმა ჩვენი გოლი გააუქმა და მცველი გაგვიძევა. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს მსაჯი ლუქსემბურგს აზარალებს. ეს კატასტროფაა.

მაყურებელი მართლაც განსაკუთრებული იყო. პირველ ტაიმში იგრძნობოდა, რომ მათი ფაქტორი ჩვენს ფეხბურთელებს წნეხის ქვეშ აქცევდა. მაგრამ მეორე ნახევარში სურათი შეიცვალა, სანამ გოლი არ გაგვიუქმეს. რთული გასაგებია, თუ როგორ მოქმედებს ვიდეორეფერი ასეთ მომენტებში“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთად ვაგებთ და ერთად ვიგებთ: სანიოლს გადაწყვეტილებას მიღება მოუწევს

ფინალში საბერძნეთი მოდის: საქართველოზე ყველაფერი ვიცით – იქნება რთული თამაში, ოღონდ ორივესთვის