„ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასთან” სტუმრად 1:3 დამარცხდა (პირველი შეხვედრა 1:1). მასპინძლებმა ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ სტუმრები მალევე დაბრუნდნენ თამაშში. მეორე ნახევარში უკეთესად დაიწყეს და გათანაბრებაც შეეძლოთ. ერთ-ერთ ეპიზოდში კი საჯარიმოში ოსიმენს ფეხი დააბიჯეს, მაგრამ პენალტზე არ შეამოწმეს. შესაძლოა გარდამტეხი მომენტიც ყოფილიყო. ეს აღნიშნა კიდეც მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ:
“სამწუხაროდ, ბურთს ხშირად ვკარგავდით. ვიცოდით, რომ მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მეტოქეს სივრცეები გავუხსენით. მომენტებს კი ვქმნით, მაგრამ დაცვა გამოსასწორებელია.
რამდენჯერაც ბურთი დავკარგეთ, იმდენჯერ სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. ამაზე მუშაობა გვჭირდება.
ოსიმენზე არდანიშნული პენალტის ეპიზოდი ვნახე, მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. იგივეს ამბობენ სატელევიზიო ექსპერტები. არ მესმის, ასეთ მნიშვნელოვან ეპიზოდს რატომ არ აქცევს Var ყურადღებას. მათ სწრაფად გადაწყვიტეს, რომ არაფერი იყო, რაც ძალიან საწყენია. ამ ეპიზოდს შეიძლებოდა შეხვედრზე გავლენა მოეხდინა”.
ოსიმენის ეპიზოდის გარდა, ასევე იყო კიდევ ერთი მომენტი, როდესაც VAR-ს ჩარევა შეეძლო. ანდრეას კრისტენსენმა ძალიან იუხეშა ლობოტკას წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ ყვითელი ბარათი დაისაჯა, არადა გაძევებასაც ქაჩავდა.
კალცონას ვიზავი ჩავი ბუნებრივია ბევრად კარგ ხასიათზე იყო:
“ძალიან გახარებული ვარ. კარგად ვითამაშეთ, გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა.
“ბარსა” ბურთითაც და მის გარეშეც შესანიშნავად გამოიყურებოდა და მეტოქეს მინიმალური შანსები მივეცით.
ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 4 წლის წინ გავედით, ამიტომ ეს გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნოა“.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 15 მარტს, პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings