in ,

რატომ არის ოცნების თეატრი და რატომ მოიგებს მანჩესტერი – პროგნოზი, კომენტარები

ევროპული ფეხბურთი საინტერესო მატჩებით გვიბრუნდება. „მანჩესტერი“ „ატლეტიკოს“ მიიღებს, ხოლო „ბენფიკა“ შეეცდება ამსტერდამში „აიაქსს“ გაუწიოს წინააღმდეგობა. ინტრიგა ორივე მატჩში შენარჩუნებულია, რადგან პირველი შეხვედრები ორივე წყვილში ფრედ დასრულდა – მადრიდში 1:1, ხოლო ლისაბონში – 2:2.

მანჩესტერი – ატლეტიკო

ინგლისური გრანდის შიდა სამზარეულო არეულია, თუმცა ბოლო ტურში „ტოტენჰემთან“ რონალდოს შოუმ თითქოს ხასიათი გამოუსწორა რალფ რაგნიკის შეგირდებს. რაც შეეხება „ატლეტიკოს“, ლა ლიგაში ბოლო 4 თამაში მოიგო, ცხრილში მე-4 პოზიციაზეა,ა ხლა კი სრული კონცენტრაცია ლიგისკენაა.

დანაკლისი

„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მხოლოდ მეისონ გრინვუდი არ იქნება, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სკოტ მაკტომინაის თამაშიც. სხვა მხრივ „იუნაიტედს“ პრობლემები არ აქვს.
შედარებით რთული სიტუაციაა ესპანელების ბანაკში. გადაწყვეტილია, რომ დანიელ ვასი და კუნია არ იქნებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლემარის, კორეას და ვრსალკოს თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობა

მანჩესტერი: დე ხეა; ვან-ბისაკა, მაგუაირი, ვარანი, შოუ; ფრედი, მაკტომინაი; ელანგა, ფერნანდესი, სანჩო; რონალდო

ატლეტიკო: ობლაკი; სავიჩი, ხიმენესი, რეინილდო; ლიორენტე, ერერა, კოკე, დე პაული, ლოდი; ჟოაო ფელიქსი, გრიზმანი

ფაქტები

„მანჩესტერი“ ბოლო 9 მატჩიდან 7-ში არ აგებს.

„ატლეტიკო“ ბოლო 3 მატჩია იგებს.

„მანჩესტერი“ იტანს ბოლო 14 მატჩიდან 12-ში.

„ატლეტიკო“ ბოლო 5 მატჩში საშუალოდ 0.6 გოლს უშვებს.

ბოლო 5 შეხვედრაში „მანჩესტერი“ საშუალოდ 1.8 გოლს იტანს.

ბოლო 5 თამაშია „მანჩესტერი“ საშუალოდ 1.8 გოლს უშვებს.

„ატლეტიკო“ იტანს ბოლო 5 მატჩში.

„ატლეტიკო“ ბოლო 5 მატჩია საშუალოდ 2.2 გოლს იტანს.

„მანჩესტერმა“ 29 საშინაო მატჩი ითამაშა ევროთასებზე ესპანური გუნდების წინააღმდეგ – 11 მოგება, 12 ფრე და 6 წაგება.

„ატლეტიკო“ 16-ჯერ ჩავიდა ინგლისში უეფას ტურნირებზე – 3 მოგება, 7 ფრე და 6 წაგება.

რონალდო ატლეტიკოს წინააღმდეგ

კრტიშტიანომ 36 მატჩი ითამაშა „ატლეტიკოსთან“ და 25 გოლი გაიტანა.

რონალდოს სტატისტიკა „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე:

• 6 მოგება;

• 3 ფრე;

• 2 წაგება;

• 7 გოლი;

• 3 საგოლე პასი;

• 2 ყვითელი.

კრიშტიანოს გუნდები არასოდეს გავარდნილან ჩემპიონთა ლიგიდან „ატლეტიკოსთან“ შეხვედრის შემდეგ. მადრიდელებს ყველა შემთხვევაში დიეგო სიმეონე წვრთნიდა.

კომენტარები

რალფ რანგნიკი:
„ატლეტიკო“ ბურთის დაჭერას არ შეეცდება. სიმეონეს გუნდს ლა ლიგის ბოლო მატჩებში მინიმუმ 50%-ზე ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა. ჩვენ ამის შესახებ კარგად ვიცით. გვინდა, რომ გოლი არ გავუშვათ და პირიქით, პირველებმა გავიტანოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იქნება. კრიშტიანომ „ტოტენჰემთან“ ბრწყინვალედ ითამაშა და იმედი მაქვს ამას „ატლეტიკოს“ წინააღმდეგაც გააკეთებს. მომდევნო ეტაპზე გასვლა მთელს გუნდზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ რონალდოზე. მადრიდის მატჩის პირველ ტაიმში ვნახეთ, თუ როგორ არ უნდა ვითამაშოთ. გუნდი 100%-ით მზად არის“.

რონალდო: „ეს არის შესაძლებლობა მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რატომ არის „ოლდ ტრაფორდი“ „ოცნების თეატრი“. წინ ეშმაკებო!“

დიეგო სიმეონე:
„კარგად ვიცით მოწინააღმდეგის პოტენციალის შესახებ. „იუნაიტედი“ დიდ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ჩვენ თავდაჯერებულობა გვაქვს და არაფრის გვეშინია. დინამიურ თამაშს წარმოვიდგენ. ორივე გუნდი პრესინგის განხორციელებას შეეცდება. ჩვენი პლუსი კონტრშეტევებია. მეტოქის შეცდომის გამოყენებას შევეცდებით“.

პროგნოზი

ფავორიტად „მანჩესტერი“ მიიჩნევა, თუმცა ბუნებრივია არა აშკარა. 2.2 – ინგლისური გუნდის წარმატებაზე, 3.3 – ფრეზე და 3.6 – „ატლეტიკოს“ მოგებაზე.

„მანჩესტერის“ გასვლა – 1.6
„ატელტიკოს“ გასვლა – 2.4

2.5-ზე მეტი გოლი – 2.2

აიაქსი – ბენფიკა

ნიდერლანდური კლუბი შიდა ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს და ლიდერობის დათმობას არ აპირებს. განსხვავებული სიტუაციაა პორტუგალიურ გრანდში, მათ შიდა ჩემპიონატში ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაკარგული აქვთ, ისინი 12 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „პორტოს“,შესაბამისად დიდი შანსია სრული შემართებით ამ მატჩზე იყვნენ ორიენტირებული.

დანაკლისი

ტენ ჰაგს პორტუგალიური გუნდის წინააღმდეგ შტეკელენბურგი, გიორტერი, ქლაიბერი და პასვეერი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მაზრუის თამაში.
რაც შეეხება ლისაბონელებს, ამსტერდამელებთან მატჩში ლუკას ვერისიმო, სეფეროვიჩი და პინიო დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი: ონანა; რენში, შურსი, მარტინეზი, ბლინდი; ედსონ ალვარესი, ბერგუისი, გრავენბერხი; ანტონი, ჰალერი, ტადიჩი

ბენფიკა: ვლახოდიმოსი; ჟილბერტო, ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო; ვეიგლი, ტარაბტი; ევერტონი, გონსალო რამოსი, რაფა სილვა, დარვინ ნუნიესი

კომენტარები

ერიკ ტენ ჰააგი:
„პირველი იანვრის შემდეგ ნიდერლანდების ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ბენფიკასთან“ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ. თუ გარკვეულ ასპექტებს გავაუმჯობესებთ, დარწმუნებული ვარ მეოთხედფინალში გავალთ. თუ ჩვენს მიზნებს გადავავლებთ თვალს, ვიტყვით, რომ სეზონი უკვე წარმატებულია, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმის მიღება გვსურს და ჩემპიონთა ლიგაზე, რაც შეიძლება წინ უნდა წავიდეთ. „ბენფიკას“ დამარცხება ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება“.

ნელსონ ვერისიმო:
„ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ფრე არის ჩვენი მიზანი. სტრატეგია უნდა დავსახოთ და გამარჯვებისთვის ძირითად დროში ვიბრძოლოთ. გვესმის, რომ დაცვაში ორგანიზებულები და კომპაქტურები უნდა ვიყოთ.შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უმაღლესი დონის ფეხბურთი გვჭირდება. ბევრი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მე მჯერა, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. „აიაქსი“ პატივს გვცემს და ზუსტად ასე ვართ ჩვენ მათ მიმართ განწყობილი.“

პროგნოზი

ბუქმეკერებს „აიაქსი“ აშკარა ფავორიტად მიაჩნიათ. ამსტერდამელების გამარჯვების ალბათობა 70%-ს უახლოვდება. მათ მოგებაზე ფსონი დაახლოებით 1.45-ია, როდესაც „ბენფიკას“ წარმატებაზე 6.9 კოეფიციენტია.
სამაგიეროდ, მიაჩნიათ, რომ სტუმრები გოლს გაიტანენ (1.5). „აიაქსის“ ორ გოლზეც კარგი კოეფიციენტია – 1.9.
ამასთან, ანალიტიკოსებს ყველაზე შესაძლო ანგარიშად 2:0 მიაჩნიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ოქროს ბურთის პრეტენდენტიც კი აღარ არის: ლეო მე-20 ადგილამდე ჩავარდა

ბენზემა, ალვეში, ტორესი და მამარდაშვილი… ქართველი მეკარე ტურის სიმბოლურში