in

რატომ არის მარადონა მკვდარი: ადვოკატი ალაპარაკდა და საქმე აღიძრა

არგენტინის პროკურატურა იძიებს დიეგო მარადონას ექიმების მხრიდან შესაძლო გულგრილობის საკითხს. არგენტინელი ფეხბურთელის ადვოკატმა მატიას მორლამ ჩვენების მიცემის შემდეგ გაახმოვანა მისი კლიენტის შესაძლო გარდაცვალების მიზეზი.

„სამედიცინო მომსახურება საშინელი იყო, ამიტომაც არის ის მკვდარი“ – უთქვამს ადვოკატს.

მორლამ განაცხადა, რომ საავადმყოფოში, სადაც მარადონას სიკვდილამდე სამი კვირით ადრე ოპერაცია გაუკეთეს, არ გაუციათ რეკომენდაცია პაციენტი საშინაო პირობებში გადაეყვანათ, მაგრამ მარადონას ნათესავები არ დათანხმდნენ და დიეგო ბუენოს-აირესის გარეუბანში დაქირავებულ სახლში გადაიყვანეს, სადაც ლეგენდას დაქირავებული მედპერსონალი უვლიდა.

„ეს სიგიჟე იყო. ექიმები ამბობდნენ, რომ ის საავადმოყოფოში უნდა ყოფილიყო“ – მომხდარს ფატალურ შეცდომად აფასებეს მორლა, რომელმაც დიეგო სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ნახა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრისას დიეგოს უცნაური ხმა ჰქონდა, როგორც რობოტს.

მარადონა გასული წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
სიკვდილის მიზეზად ჰაერის უკმარისობა სახელდება.

ბარსა და ბოკა მარადონას თასზე ითამაშებენ: მატჩი ლეგენდას მიეძღვნება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნს ფანები აუმხედრდნენ: არ გვინდა ყატარი, არ გვინდა ასეთი თანამშრომლობა

თოფურია UFC 270-ზე იბრძოლებს: მისი მეტოქე დაუმარცხებელი რუსია