in

რატომაა კვარა ასეთი პოპულარული?

„ეკიპმა“ პსჟ-ს გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „რატომაა „კვარა“ პარიზში ასეთი პოპულარული?“

„თავისი თამაშით და მნიშვნელოვან მატჩებში შეტანილი წვლილით „პარი სენ ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი ევროპული სეზონის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდა. ის ფეხბურთელია, რომელიც ყველას მოსწონს.

ზოგჯერ ფეხბურთელის პუბლიკასთან ურთიერთობა გათვლილ მოქმედებას წარმოადგენს. საუბარია იმაზე, რომ გონივრულად დაიხარჯო, ლიდერად წარმოაჩინო თავი, დრო და დრო აჩვენო, თითქოს დაცვაში მონაწილეობ, ეფექტური დრიბლინგები განახორციელო და შექმნა საკუთარი ლეგენდა ბურთის უსარგებლო და ლამაზი ფლობით. ხანდახან ამაში გარდა სანახაობისა სასარგებლო არაფერია, თუმცა ამ შემთხვევაში არავითარ სიცრუეს არ აქვს ადგილი – არც ფეხბურთელი, არც გულშემატკივარი და შესაბამისად არც ისინი, ვისაც „კვარა“ უყვარს. იანვარში გადმოსვლისთანავე დიდ ევროპულ მატჩებში პსჟ-ს მთავარი ფიგურა გახდა, რასაც ლამაზი თამაშითა და დაცვის თავდაუზოგავი დახმარებით მიაღწია. ის არა ვარსკვლავად, არამედ ყველასათვის საყვარელ ფეხბურთელად იქცა, ეს კი ხშირად გაცილებით უფრო ფასეულია. სწორედ ასეთია ხვიჩა კვარაცხელია.

მხოლოდ სტატისტიკის გამო არ უყვართ. თვით ჩემპიონთა ლიგაზე „ასტონ ვილასთან“ გატანილი ბრწყინვალე გოლი არ ცვლის საერთო სურათს. მის ანგარიშზე ტურნირზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ეს კი თავისთავად ვერ ხსნის იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ხვიჩა იწვევს.

საქმე სხვა რამეშია – რაინდულ შეუპოვრობაში, რომლის მეშვეობით ისევ და ისევ მიიწევს შეტევაში. დაცვაში მუშაობით, რაც სწრაფად თავის აუცილებელ მოვალეობად აღიქვა. ეს იდეალურად ასახავს კვარაცხელიას ხასიათს. მისი საქციელი: მოუსვენარი სახე, ჩამოწეული წინდები, ოდნავ მოხრილი ზურგი – თითქოს პრობლემის არსს დრიბლიორის გარდაუვალი მაგიით უღრმავდება.

ინგლისში მასში ჯორჯ ბესტს ხედავენ. Canal+ის ექსპერტი სიდნეი გოვუ „კვარას“ ახასიათებს: „მასთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ, ვიდრე ბომბარდირებთან. იშვიათია, როდესაც ასეთი ტიპის მოთამაშეები ფანებს და თანაგუნდელებს მოსწონთ. შესაძლოა, ამაშია ცვლილებების ნიშანი. პსჟ-ს სხვა თავდამსხმელების გარჯა მხოლოდ სტატისტიკით ფასდება. ის უფრო საბრძოლო სულისკვეთებითაა გამორჩეული და ეს განსაკუთრებით დასაფასებელია, როცა საქმე მისი სტილის მოთამაშეს ეხება. მე მისით სრულად აღფრთოვანებული ვარ“.

ბესტთან „კვარას“ სათამაშო სტილის მსგავსება პირველად ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეამჩნია: „ჩემი აზრით, ბურთით მოძრაობის და კონტროლის, აგრეთვე დრიბლინგის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სალაჰთან, ვინისიუსთან, საკასთან, როდრიგოსთან და რაფინიასთან ერთად ტოპ-ხუთეულში შედის“.

ეს მოსაზრება მას შემდეგ უფრო განმტკიცდა, რაც „ემირეითსზე“ იურიენ ტიმბერი აწამა. „ტაიმსი“ წერდა: „ჩაჩაჩული წინდები, სისწრაფე, შემოქმედებითობა, ფიზიკური სიმძლავრე… ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ შედარება არასწორია, მაგრამ სავსებით არაა შეუსაბამო“.

ჯორჯ ბესტის სინარნარე, საფეტ სუშიჩის მანერა – და არა მხოლოდ ძლიერი კუნთების გამო. კვარაცხელიას ლეგენდებს ინგლისში და საფრანგეთში ადრებენ, ვინაიდან დიადები ყველგან ისე გრძნობენ თავს, როგორც სახლში. შეიძლება თვით მიუნხენშიც“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქაოსი და ტრიბუნალი სერია B-ში: კვერნაძის ფროზინონე გადარჩა, ლოჩოშვილის სალერნიტანა პლეი-აუტში…

გულიაშვილს ოლიმპიაკოსი იწვევს