ის „ლიონისთვის“ გადამწყვეტ მომენტებში მთავარი ფიგურაა, – უეფა-ს ევროპა ლიგის ოფიციალური გვერდი და ბევრი ცნობილი გამოცემა გიორგი მიქაუტაძის წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც ევროპა ლიგაზე „სტიუასთან“ (ორი გოლი, ორი საგოლე გადაცემა) და საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლე ავრთან“ (გოლი, ორი საგოლე გადაცემა) გაიბრწყინა.
გიორგი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ლიგა 1-ის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ მოექცა, როდესაც „ლიონი“ 1:2 აგებდა. მიქაუტაძე 77-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა და გოლითა და ორი საგოლე გადაცემით თამაშის მსვლელობა შეცვალა.
ლიგა 1-ში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.
UEFA Europa League
მიქაუტაძის შედეგიანობა ბოლო ორი თამაში – სამი გოლი, ოთხი ასისტი.
OptaJean
გიორგი მიქაუტაძე ამ სეზონში ლიგა 1-ში სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლის შემდეგ ხუთ გოლში მონაწილეობდა (ორი გოლი, სამი საგოლე გადაცემა). ეს ყველა სხვა მოთამაშეზე მეტია. ის „ლიონის“ ჯოკერია.
Ligue1_ENG
რა კვირა ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს! ორი გოლი + ორი საგოლე გადაცემა „სტიაუასთან“ და გადამწყვეტი გოლი + ორი საგოლე პასი „ლე ჰავრთან“. 13 წუთში სამი გოლი შექმნა.
lnstantFoot
ოლო რვა მატჩში ხუთი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა. გიორგი მიქაუტაძე, რომლის ნახვაც გვიყვარს, ის უკვე აქ არის!
eurofoot.com
მიქაუტაძემ საუკეთესო თამაში ჩაატარა „ლე ავრის“ წინააღმდეგ. სულ რაღაც 13 წუთში მან გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
GonesHouse
გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა. არ იმსახურებს ადგილს?!
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings