in

რას შვრებიან ჩვენი მეტოქეები: ესპანეთმა პატარები არ დაინდო, შოტლანდიასაც მოუგეს

საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ზედიზედ მესამედ წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს. აქ ბრძოლა სამ გუნდს შორისაა, რომელთა შორის შედარებით რთულ მდგომარეობაში ჩვენი ბოლო მომგები ნორვეგიაა.

აი ესპანეთმა კი ორი აუტსაიდერის რბევით ვითარება გამოასწორა. თბილისში გალაღების შემდეგ, შინ, გრანადაში ქართველი მწვრთნელის თემურ ქეცბაის კვიპროსი არ დაინდო – 6:0.
ცხადია, მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა ბოლო 4 გოლი მეორე ტაიმის 13-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს.

მატჩის შემდეგ ქეცბაიამ მცირე კომენტარი გააკეთა: „მეტოქისათვის სამოქმედო არეალის შეზღუდვა ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ესპანელები ჩვენთვის უცხოპლანეტელებივით არიან. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და არ ვართ მზად ამ დონის გუნდებთან კონკურენციისთვის. ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, სწორი დასკვნების გამოტანა გვჭირდება“.

ესპანეთი 9 ქულით მე-2 ადგილზეა და შოტლანდიას 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 12 ოქტომბერს ესპანელები შოტლანდიას უმასპინძლებენ და თეორიულად დაწევის საშუალებაც ექნებათ.

ესპანეთი – კვიპროსი 6:0
გოლები: 1:0 გავი (18), 2:0 მერინო (33), 3:0 ხოსელუ (70), 4:0 ფ. ტორესი (73), 5:0 ბაენა (77), 6:0 ფ. ტორესი (83)

ესპანეთი: სიმონი – კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია (61. ბალდე) – გავი (76. ბაენა), როდრი, მერინო – იამალი (61. ფ. ტორესი), მორატა (46. ხოსელუ), ნ. უილიამსი (46. პინო)
კვიპროსი: მალი – კარო, გოგიჩი, ლაიფისი – ანდრეუ (90. ფილიოტისი), კირიაკუ (46. იოანუ), კუსულისი (55. ციონისი), ხარალამპუსი (61. პილეასი), კორეია – კასტანიოსი, სოტირიუ (61. პიტასი)

შეგახსენებთ, შესარჩევში ჩვენი შემდეგი მეტოქე სწორედ კვიპროსია, რომელმაც 15 ოქტომბერს ვუმასპინძლებთ.

ევროშესარჩევში ჩვენი კიდევ ერთი მეტოქე, ყველაფრის მომგები შოტლანდია ამ ტურში ისვენებდა ოფიციალურისგან და ითამაშა ამნახაგური, შინ ინგლისთან და 1:3 დამარცხდა.
სქოთების გოლიც ინგლისელების იყო. ავტოგოლის ავტორი ჰარი მაგუაირია. ხოლო ფილ ფოდენმა, ჯუდ ბელინგემმა და ჰარი კეინმა შოტლანდიის კარში გაიტანეს.

დიდი ალბათობით ჩვენი მეტოქე ერთა ლიგის ნახევარფინალში ყაზახეთი კი განაგრძობს წარმატებით თამაშს. ყაზახეთმა შინ 1:0 დაამარცხა ჩრდილოეთ ირლანდია. მართალია ყაზახეთი ჯგუფში მე-4 ადგილზეა, მაგრამ 12 ქულა აქვს როგორც ფინეთს, ხოლო თანალიდერებს სლოვენიას და დანიას 13-13 ქულა. 14 ოქტომბერს დანია-ყაზახეთია და ეს შეხვედრა ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში: სანიოლი მსაჯზე გაბრაზდა მეორე გოლის გატანა არ გვაცალაო

ნორვეგიას საქართველოსთან თამაში არ ახარებს, სამაგიეროდ ახარებს ნუსა