in

რას შვრებიან ჩვენი გუნდები შეკრებაზე: სამგურალი ყოჩაღობს, იბერიამ ბოლოს მოიგო

ქართული კლუბები ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ და სპარინგ მატჩებს ატარებენ.

თბილისის „იბერია“ თურქულ შეკრებაზე ქართველი სპეციალისტის, შოთა მახარაძის გაწვრთნილ „პეტროკუბს“ შეხვდა და აჯობა – 2:1.
მოლდოვის ჩემპიონატის ლიდერთან პირველ ტაიმში საქართველოს ჩემპიონმა ბლომად მომენტები გაანიავა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში მეტოქემ გახსნა, ჩვენმა მეკარემ ბურთი მეტოქეს მიაწოდა და მანაც ცარიელ კარში შეაგორა, მაგრამ 86-ე წუთზე ბრაზილიელმა ახალწვეულმა ლუკას კაფემ ანგარიში გაათანაბრა (კუთხურიდან მოწოდებული თავით გაიტანა), ხოლო 89-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ შორეული ძლიერი დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო.
შეკრების ბოლო სპარინგი 17 თებერვალსაა დაგეგმილი, თუმცა მეტოქის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი.

ქუთაისის „ტორპედომ“ კვიპროსულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი დირკ შუსტერის მიერ გაწვრთნილ, დანიის რანგით მეორე ლიგის ლიდერ „ლუნგბიუს“ შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ქუთაისელებიდან თავი ლადო მამუჩაშვილმა გამოიჩინა.
„ტორპედო“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 15 თებერვალს „არარატ არმენიასთან“ გამართავს, 18 თებერვალს კი ადგილობრივ „აია ნაპასთან“.

სომხური „ალაშკერტის“ დამარცხების შემდეგ (3:1) შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ მეორე საკონტროლო შეხვედრაც მოიგო, ამჯერად ტაშკენტის „ლოკომოტივი“ დაამარცხა – 2:0 მოიგო. გოლები გიორგი გოგოლაშვილმა და საბა ჩხეტიანმა გაიტანეს.
“სამგურალი” 19 თებერვალს, ყაზახური “ულიტაუს” შეხვდება.

“რუსთავი” უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ოლექსანდრიას” დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.
13 თებერვალს “რუსთავი” კიდევ ერთ უკრაინულ გუნდს, დონეცკის “შახტარს” შეხვდება. ხოლო შეკრებას 17 თებერვალს, სლოვაკურ “დუკლასთან” დაასრულებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია: გამოვასწოროთ, რაც ვერ შევასრულეთ

საქართველო არ მინდოდა, საქართველო საშიშია: ჩვენი მეტოქეების კომენტარები