„პარიზიენი“ განმარტავს, რას ნიშნავს პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ბაიერთან“ გოლი გატანის ორიგინალურად ზეიმი.
გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია კალათბურთის დიდი მოყვარულია, NBA-ს თამაშები მოსწონს, გასულ წელს სტეფ კარის ჟესტი გაიმეორა, ახლა კი დ’ანჯელო რასელის აღნიშვნა – „ყინული ჩემს ძარღვებში“.
ეს ნიშნავს, რომ მოთამაშე არ ნერვიულობს და გოლის გატანისას არც „კვარა“ შედრკა, რომელმაც საბოლოოდ დაამშვიდა თავისი გუნდი, რამეთუ გარდამტეხი როლი შეასრულა.
ხაზგასმულია, რომ ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეულად ირჯება, ბოლო 5 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ბოლო 3 დაპირისპირებაში მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings