საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შესარჩევში არც თუ იოლი მეტოქეები შეხვდა. ყველა მოწინააღმდეგე მეტ-ნაკლებად ნაცნობია. მაგალითად, თურქეთს ახლახანს ვეთამაშეთ ევროპის პირველობაზე, ბულგარეთი ერთა ლიგაზე გვყავდა, ესპანეთს კი ისეთი სიხშირით ვეთამაშებით, როგორც ეზოში მეზობელი ბავშვები ერთმანეთს. თუმცა ჯერ გასარკვევია ესპანეთს შევხვდებით თუ არა, შესაძლოა ნიდერლანდები იყოს, რომელთანაც ერთადერთხელ გვაქვს შენახვედრი და ამხანაგური წავაგეთ სტუმრად.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა. კომენტარები გააკეთეს ჩვენმა მეტოქეებმაც.
რთული ჯგუფია: სანიოლისთვის მნიშვნელოვანი საშინაო თამაშებია
ვინჩენცო მონტელა (თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„ჩვენ, ალბათ, ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში ვართ, მაგრამ მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ყველასთან საბრძოლველად მზად ვართ.
მესამე კალათიდან ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე შეგვხვდა – საქართველოს ნაკრები, ხოლო მე-4 კალათიდან – ბულგარეთი, რომელმაც ბოლო შესარჩევ ციკლში ამ კატეგორიის გუნდებიდან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. კარგი და ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ჩვენი ფეხბურთელები მუდმივად იღებენ გამოცდილებას, ამიტომ მშვიდად ვარ“.
ილიან ილიევი (ბულგარეთისნაკრების მწვრთნელი):
„მატჩებამდე დიდი დროა. მანამდე ერთა ლიგაზე ირლანდიასთან პლეი-ოფის შეხვედრები გველის. შესარჩევში ვხვდებით პერსპექტიულ გუნდებს, თურქეთსა და საქართველოს, რომლებმაც ბოლო პერიოდში ძლიერი თაობები ჰყავთ. დრო გვაქვს, რომ თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
იმედი მაქვს, ლეგიონერები კლუბებში უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებენ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ გვექნება მწვრთნელებს საფიქრალი, იქნებიან თუ არა მოთამაშეები მატჩებისთვის კარგ ფორმაში“.
პაბლო ამო (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს თანაშემწე):
„პირველ რიგში უნდა ვნახოთ, რას ვიზამთ ნიდერლანდებთან. რა თქმა უნდა, ვეცდებით გამარჯვებას, რადგან ჩვენთვის ერთადერთი მიზანი ერთა ლიგის მოგებაა.
კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს, რადგან ევრო2024-ის შესარჩევ ჯგუფშიც ვითამაშეთ და ფინალურ ეტაპზეც. ბულგარეთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. თურქეთი კი კარგი გუნდია, რაც ევროპის ბოლო ჩემპიონატზე თამაშით დაამტკიცეს“.
საქართველოს კალენდარი ცნობილია: სახლში ვიწყებთ ორი მატჩით
GIPHY App Key not set. Please check settings