ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2011-დან 2020 წლამდე ყველაზე შედეგიანი მცველების რეიტინგი შეადგინა.
გაითვალისწინეს ყველა გოლი, რაც უმაღლეს დონეზე გაუტანიათ (ჩემპიონატებში, თასებზე, ევროთასებზე და ოფიციალურ სანაკრებო მატჩებში).
პირველი ადგილი დაიკავა „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა, რომელსაც 89 გოლი აქვს გატანილი (71 კლუბში და 18 ნაკრებში).
მეორე ადგილზეა აღმოჩნდა გიბრალტარელი მცველი ჯოზედ ჩიპოლინა (78 გოლი), მესამეა კოსტარიკელი კეილორ სოტო (73 გოლი).
ცოტა ცნობილ ფეხბურთელებს შორის გამოვარჩიოთ „ინტერის“ მცველი ალეკსანდარ კოლაროვი (51), რომელიც მე-10 პოზიციაზეა. მე-16 ადგილს იყოფენ „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა და „ვესტ ბრომვიჩში“ მოთამაშე ბრანისლავ ივანოვიჩი (48). ჯერჯერობით მე-20 ადგილზეა „ლივერპულის“ ნიდერლანდელი ბრილიანტი ვირხილ ვან დეიკი 46 გოლით.
IFFHS-ის სხვა ნაირნაირი რეიტინგები ნახეთ აქ:
იტალიის ჩემპიონატი საუკეთესოა: ნეტა როგორ შედგა რეიტინგი
ლიოვი ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელია: ცოტა უცნაური ათეული
ბოლო 10 წლის 10 საუკეთესო მეკარე: ბუფონი? – არა! – აბა ვინ?
ლეო მესი: ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებელია
ბოლო 10 წლის საუკეთესო მწვრთნელი სიმეონეა: ვის რამდენით აჯობა არგენტინელმა
GIPHY App Key not set. Please check settings