ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ლიგის ფაზის წილისყრა ხუთშაბათს, 28 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. ცნობილია ყველა ქართველი ფეხბურთელის კლუბის შესახებ, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებენ.
პსჟ – ხვიჩა კვარაცხელია;
ლივერპული – გიორგი მამარდაშვილი;
სპორტინგი – გიორგი ქოჩორაშვილი;
კაირათი – გიორგი ზარია, ლუკა გადრანი.
გადრანი ზამთარში იერუსალიმის “ბეითარში” გადადის.
აღსანიშნავია, რომ ლიგის ფაზაზე ინგლისის ყველაზე მეტი, 6 კლუბი იქნება – ლივერპული, არსენალი, მანჩესტერ სიტი, ნიუკასლი, ტოტემჰემი და ჩელსი. ხუთი კლუბით იქნებიან წარმოდგენილი ესპანელები – ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო, ბილბაო, ვილიარეალი. ყაზახეთის თუ კვიპროსის ჩემპიონებმა გეოგრაფია კიდევ უფრო გაზარდეს.
ლიგის ფაზის პირველი ტური, სადაც გუნდები 4 მატჩს შინ და ოთხს სტუმრად ჩაატარებენ, 16-18 სექტემბერს ჩატარდება, მერვე, ბოლო – 28 იანვარს. პლეი-ოფები 2026 წლის 17 თებერვალს დაიწყება. ფინალი მომავალი წლის 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შედგება.
შეგახსენებთ, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ არიან.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings