in

რამდენი სიხარული, რამდენი ცრემლი: ინტერი ფინალშია – სიგიჟე და საოცრება მილანში

მილანის „ინტერნაციონალე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. გავა წლები და ამ ნახევარფინალს კიდევ ბევრჯერ გაიხსენებენ. ეს დაპირისპირება ეპიკურ ნაწილში გადაიზრდება. ყოჩაღ ორივე გუნდს ასეთი სანახობისთვის. იღბალი კი უდაოდ იტალიური კლუბისკენ აღმჩნდა.

საოცარი სიუჟეტი, ქამბექები, მაგარი გოლები, სეივები და ა.შ…

„ინტერმა“ განმეორებით შეხვედრაში პირველი ტაიმი კომფორტული 2:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში „ბარსა“ აბობოქრდა და წუთებით ადრე 3:2 დაწინაურდა. მსაჯის მიერ წამატებულ დროში კიდევ ერთი რომ უნდა გაეტანა, აქეთ გაუშვა გამათანაბრებელი, თან ისე, რომ კამათი გამოიწვია, რადგან გოლამდე შესაძლოა ჯარიმა იყო. მოკლედ, ეს მატჩიც 3:3 დასრულა როგორც პირველი, ბარსელონაში.
საქმე პენალტებამდე არ მისულა: დამატებითში „ინტერმა“ გადამწყვეტი გაიტანა.

ინტერი – ბარსელონა 4:3 (ძირ. დრო 3:3)
გოლები: 1:0 მარტინესი (21), 2:0 ჩალჰანოღლუ (45, პენ), 2:1 ერიკ გარსია (54), 2:2 ოლმო (60), 2:3 რაფინია (87), 3:3 აჩერბი (90+3), 4:3 ფრატეზი (99)

“ინტერი” ფინალში ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდა, ისტორიაში მეშვიდედ.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში “ინტერი”-“ბარსელონა” (7:6) არის ყველაზე უხვგოლიანი ნახევარფინალი “ლივერპული”-“რომასთან” (7:6, 2017/18) ერთად.

“ინტერი” ჩემპიონთა ლიგაზე შინ 972 დღეა დაუმარცხებელია.

სიმონე ინძაგის “ინტერი” არ დამარცხებულა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 16 საშინაო შეხვედრაში (13 მოგება, 3 ფრე). სერია დაიწყო 2022 წლის სექტემბერში “ბაიერნთან” საშინაო მარცხის (0:2) შემდეგ.

სიმონე ინძაგის გუნდმა (“ლაციო”, “ინტერი”) ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 ორმატჩიანი დაპირისპირებიდან 6 მოიგო. ის ერთი მარცხი ინძაგიმ განიცადა “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე (2020/21) “ბაიერნთან”, რომელსაც მაშინ “ბარსელონას” დღევანდელი დამრიგებელი ჰანსი ფლიკი წვრთნიდა.

ეს არის ზედიზედ მესამე 3:3 ძირითადი დროში, რომელიც “ბარსელონამ” და “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაში ითამაშეს. პირველი იყო 2022 წლის ოქტომბერში, როცა ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მონაწილეობით ჩატარებულ 14 მატჩში 67 გოლი გავიდა.

“ბარსელონამ” მიმდინარე ტურნირზე 24 გოლი გაუშვა, რაც კლუბის ანტირეკორდია.

37 წლის აჩერბიმ ევროტურნირებზე პირველი გოლი გაიტანა.

რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაზე რონალდოს (2013-2014-ის სეზონი) საგოლე მოქმედებების რეკორდი გაიმეორა – 13 გოლი და 8 საგოლე პასი.

მარტინესმა მიმდინარე ტურნირზე 9 გოლი გაიტანა და „ინტერში“ 2002-2003-ის სეზონში კრესპოს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

დუმფრისის ანგარიშზე „ბარსელონასთან“ 2 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ჟერარდ მარტინი (23 წლის, 69 დღის) გახდა მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2 “ასისტი” შეასრულა და ყველაზე ახალგაზრდა – დელე ალის (23 წლის, 27 დღის) შემდეგ, რომელმაც 2019 წელს, “ტოტენჰემის” შემადგენლობაში, “აიაქსის” წინააღმდეგ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გავა ფინალში: რას ამბობს ხელოვნური ინტელექტი და როგორია ბუქმეკერების პროგნოზი

საგოლე მოქმედება ყველა მატჩში: მიქაუტაძის შესანიშნავი სტატისტიკა