ცნობილი გახდა კლუბების მიერ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ნაჩვენები შედეგებისთვის რა თანხები მიიღეს.
როგორც Marca წერს, უეფამ საგრძნობლად გაზარდა კლუბებისთვის ჯილდოები ახალი ტურნირის ფორმატში: გასულ სეზონთან შედარებით დაახლოებით 400 მილიონი ევროთი გაიზარდა.
ყველა მონაწილე კლუბის ფიქსირებულმა შემოსავალმა შეადგინა 18,62 მილიონი ევრო, წინა 15,64 მილიონ ევროსთან შედარებით. კლუბებს ასევე გადაუხადეს 2,1 მილიონი ევრო მოგებისთვის და 700 000 ევრო ფრისთვის.
გარდა ამისა, 183,15 მილიონი ევრო უეფამ გაანაწილა სატურნირო ცხრილში კლუბის საბოლოო პოზიციის მიხედვით.
პლეი-ოფში გასული ყველა გუნდი მიიღებს 11 მილიონ ევროს. 1-დან მე-8 ადგილზე გასულმა კლუბებმა მიიღეს ბონუსი 2 მილიონი ევროს ოდენობით პირდაპირი კვალიფიკაციისთვის.
მეოთხედფინალში გასვლა 12,5 მილიონი ევროთი ფასდება, ხოლო ნახევარფინალში გასვლა 15 მილიონი ევრო ღირს. ფინალისტები 18,5 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დამატებით 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.
საერთო ჯამში, ძირითადი ეტაპის შედეგების შემდეგ, ტურნირზე დარჩენილმა კლუბებმა შემდეგი თანხები გამოიმუშავეს:
1) ლივერპული – 56,2 მილიონი ევრო
2) ბარსელონა – 54,5 მილიონი ევრო
3) არსენალი – 54,2 მილიონი ევრო
4) ინტერი – 53,9 მილიონი ევრო
5) ატლეტიკო – 53 მილიონი ევრო
6) ბაიერი – 51,3 მილიონი ევრო
7) ლილი – 51 მილიონი ევრო
8) ასტონ ვილა – 50,7 მილიონი ევრო
9) ატალანტა – 37,8 მილიონი ევრო
10) ბორუსია – 37,5 მილიონი ევრო
11) მადრიდის რეალი – 37,2 მილიონი ევრო
12) ბაიერნი – 36,9 მილიონი ევრო
13) მილანი – 36,7 მილიონი ევრო
14) პსვ – 35,7 მილიონი ევრო
15) პსჟ – 34,7 მილიონი ევრო
16) ბენფიკა – 34,4 მილიონი ევრო
17) მონაკო – 33,2 მილიონი ევრო
18) ბრესტი – 32,9 მილიონი ევრო
19) ფეიენოორდი – 32,6 მილიონი ევრო
20) იუვენტუსი – 31,6 მილიონი ევრო
21) სელტიკი – 31,4 მილიონი ევრო
22) მანჩესტერ სიტი – 30,4 მილიონი ევრო
23) სპორტინგი – 30,1 მილიონი ევრო
24) ბრიუგე – 29,8 მილიონი ევრო
GIPHY App Key not set. Please check settings